ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026

„ცვლილებების მიზანია, ბიზნესმა სანებართვო პირობები კეთილსინდისიერად შეასრულოს“ – სათამაშო ბიზნესისთვის ჯარიმები იზრდება

ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლაშა პიტნავამ გადაცემაში „კომერსანტის თემა“ ახალ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც სათამაშო ბიზნესისთვის ჯარიმების რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ბიზნესმა სანებართვო პირობები კეთილსინდისიერად შეასრულოს.

დღესდღეობით პარლამენტში არის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სანებართვო პირობების დარღვევაზე ჯარიმების ზრდას. დღეს კანონში გვაქვს ორი დაშვება. ერთია სანებართვო პირობების ვადის გადაცილებაზე ჯარიმა, მეორე გვაქვს სანებართვო პირობების დარღვევაზე ჯარიმა. ამ შემთხვევაში ჩვენ სანებართვო პირობების ვადის გადაცილების ჯარიმას ვუთანაბრებთ სანებართვო პირობების დარღვევას.

ხშირ შემთხვევაში ბიზნესს უღირდა, რომ როცა შეგვითანხმებდა სანებართვო პირობებს, დაერღვია ის და ჯარიმა გადაეხადა, რომელიც, მაგალითად, სათამაშო აპარატის შემთხვევაში იყო 1 000 ლარი. მაგალითად, რომ ავიღოთ თბილისი. დედაქალაქში რომ სათამაშო აპარატის სალონი გავხსნათ, ამისთვის  ბიზნესმა უნდა აიღოს 5 წლიანი ლიცენზია და წელიწადში მოუწევს 1 მილიონი ლარის გადახდა სანებართვო მოსაკრებლის სახით. გარდა ამისა, განთავსებულ ყოველ სათამაშო აპარატზე კვარტარულად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს, რომელიც თბილისში არის 4000 ლარი თითო აპარატზე. როდესაც ამ მოცულობის თანხაა გადასახდელი აპარატზე, ბიზნესს ერჩივნა, რომ ჯარიმა გადაეხადა 1 000 ლარის ოდენობით და უფრო მეტი აპარატი განეთავსებინა ობიექტზე, ვიდრე ამას ნებართვა ითვალისწინებს. მთელი ამ ცვლილებების მიზანია, ბიზნესმა სანებართვო პირობები კეთილსინდისიერად შეასრულოს და ჩვენც შესაბამისად ზედამხედველობა განვახორციელოთ“.- განაცხადა ლაშა პიტნავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საფრანგეთში 11 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე 60 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

საფრანგეთში 11 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში 60 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.დემონსტრანტების ნაწილი იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის გადადგომას ითხოვს.11 წლის ლიჰანა 29 მაისს ქალაქ ფლერანსის მახლობლად გაუჩინარდა. მისი ცხედარი გასულ კვირას იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, გოგონა ბოლოს მაშინ ნახეს, როდესაც მამაკაცის ავტომობილში ჯდებოდა. 41 წლის ჟერომ ბარელა, რომელიც ლიჰანას მეგობრის მამაა, გოგონას გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ დააკავეს. ის მკვლელობაში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა, აღიარებს, რომ გოგონა საკუთარი ავტომობილით ადგილობრივ საცურაო აუზამდე მიიყვანა.საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ეჭვმიტანილი სექსუალური ძალადობის საქმეში ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში იყო დასახელებული.  სამედიცინო ექსპერტიზამ 10 წლის გოგონაზე ძალადობის ნიშნები დაადასტურა, თუმცა საჩივრის შეტანიდან ცხრა თვის განმავლობაში სამართალდამცავ ორგანოებს ეჭვმიტანილი არც კი დაუკითხავთ. საზოგადოების ნაწილის თქმით, სამართალდამცველებს დროულად რომ ემოქმედათ და ეჭვმიტანილი დაეკითხათ, შესაძლოა, ლიჰანას ტრაგიკული სიკვდილი თავიდან აეცილებინათ.გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ბარელა ბოლო წლებში სექსუალური ძალადობის კიდევ რამდენიმე საქმეშიც ფიგურირებდა.საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, ლიჰანას საქმე სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების სისტემის „საშინელ მარცხს“ წარმოადგენს, თუმცა თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამასთან, როგორც დარმანენმა სენატის კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, ამ კონკრეტულ საქმეში პრობლემა რესურსების ნაკლებობა არ ყოფილა. მისი თქმით, ყველა საფუძველი იყო, რომ ბარელა დროებით დაეკავებინათ და ბრალდებები საფუძვლიანად შეემოწმებინათ, თუმცა ცხრა თვის განმავლობაში ეს არ მომხდარა.იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფო პროკურორებს დაავალა, ხელახლა განიხილონ არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის დაახლოებით 70 000 დაუმუშავებელი საჩივარი.ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ბავშვთა დაცვის კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რათა მოძალადეები უფრო მკაცრად დაისაჯონ და მათთვის უვადო პატიმრობაც გახდეს შესაძლებელი.

გია ვოლსკი – საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს და ეს რეიტინგებია ევროპულობა და ევროკავშირისკენ სწრაფვა

საქართველოს წინაშე დაყენებული მოთხოვნები არ არის ჩამოყალიბებული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამბობენ, რომ ფული უნდა შემოვიტანოთ და თქვენი საქმე არ არის, რა ფულს შემოვიტანთო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით განუცხადა.მისი თქმით, საქართველოს საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ეს ყველაფერი შანტაჟია.„გვეუბნებიან, ლგბტ პროპაგანდა ის პრინციპია, რაც საქართველოს ევროპულობაზე უნდა მიუთითებდეს. ამ დროს უმცირესობის უფლებების შელახვაზე ლაპარაკი არ არის. ამბობენ, საქართველოს საგარეო კურსი ევროკავშირისას არ ემთხვევა, რადგან სანქციებში არ მონაწილეობთო. თუ ამ თემაზე რაიმე საპირისპირო გაქვს და პრეტენზიას გამოთქვამ, თურმე, ესაა ევროკავშირის საწინააღმდეგო. საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი შანტაჟია და სხვა არაფერი. კვლევები და რეიტინგები ყველაფერს აბათილებს, რაც საქართველოს აქვს. საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს და ეს რეიტინგებია ევროპულობა და ევროკავშირისკენ სწრაფვა და არა ის, რასაც მარტა კოსი ამბობს ან იუკნევიჩიანე, რომ თურმე, საქართველომ ყველაფერზე თვალი დახუჭოს, რასაც მის ტერიტორიაზე გააკეთებენ. ქვეყანაში ფულის შემოტანის თაობაზე მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მეტი რა არგუმენტი გჭირდებათ?“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 ივნისს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი – მსოფლიო ტენდენციებს აიგნორებს მიდგომა, რომ ივანიშვილს მაინც ვერ ვამარცხებთ და იქნებ რაღაც გამორჩენა ვნახოთ მიშას დაგმობით, დროა, ყველა გათავისუფლდეს დამარცხებულის კომპლექსიდან

დროა, ყველა გათავისუფლდეს დამარცხებულის კომპლექსიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, მსოფლიო ტენდენციებს აიგნორებს მიდგომა, რომ ივანიშვილს მაინც ვერ ვამარცხებთ და იქნებ რაღაც გამორჩენა მიშას დაგმობით ვნახოთ.„აგერ ყურისძირში, სომხეთში რუსეთმა ძალიან მწარე დამარცხება განიცადა. უკრაინამ წლის დასაწყისიდან თავისი ტერიტორიის 700 კვ. კილომეტრამდე გაათავისუფლა დამპყრობლებისგან. პუტინს ძალიან უჭირს და ზელენსკის საიდუმლო შიკრიკებს უგზავნის.ევროპა საბოლოოდ დაირაზმა და ორბანის დამარცხების შემდეგ უკრაინას მთელი დაფინანსება გაეხსნა. ნატო 70 მილიარდს აძლევს თავდაცვა ამერიკელები ღიად გადმოვიდნენ რუსების პოზიციების შევიწროებაზე მთელს რეგიონში.ასეთი რამე არ მომხდარა რეიგანის შემდეგ. ამასვე ადასტურებს მათი აქტიურობა ჩვენს რეგიონში, თუ ივანიშვილი გააგრძელებს რუსებთან ლოიალობას და აუცილებლად გააგრძელებს, ის ამერიკას მტრად გადაიკიდებს.აქ კი ისევ ძველებურ პროცესს ვაკვირდებით – ივანიშვილს მაინც ვერ ვამარცხებთ და იქნებ რაღაც გამორჩენა მაინც ვნახოთ, მათ შორის, მიშას დაგმობით. ასეთი მიდგომა საერთოდ აიგნორებს მსოფლიო ტენდენციებს. დროა, ყველა გათავისუფლდეს დამარცხებულის კომპლექსიდან და დავასხდეთ გამარჯვების ტალღას“, – წერს სააკაშვილი.

ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ

პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.როგორც გვარამიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, არაფერი აძლევს ამის თქმის წინაპირობას, თუმცა, პოლიტიკა სწრაფად განვითარებადია და ამიტომ ყველაფერს უშვებს, მათ შორის იმასაც, რომ მელია მისი თანაგუნდელი აღარ იყოს."არაფერი მაძლევს იმის თქმის წინაპირობას, რომ ეს ასე არ იქნება. დაშვებით ყველაფერს ვუშვებ, რა თქმა უნდა. ძალიან სწრაფად განვითარებადია პოლიტიკა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან განსხვავებული კონფიგურაციაა ახლა პოლიტიკაში და ეს ცხადია, გემოვნების საკითხებამდეც დავიდა. ბუნებრივია, რომ აქამდე დავიდა, მაგრამ, იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ მე ამ კაცს არ დავკარგავ ემოციურად, იმას არ ვაკადრებ არასდროს, რაც წავიკითხე ამ დღეებში, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა თუ თავმჯდომარე რომ იყო, მასთან ერთად მომუშავეებმა დაწერეს - ეს რომ არ მოხდება, რომც გავიყოთ ჩემს მხარეს ვინც იქნება რომ ამას არ დაწერს ნიკა მელიაზე და მის მხარეს რომ იქნება ამას არ დაწერს ჩემზე - ეს დანამდვილებით ვიცი. რომ არ დაგიმალოთ, ყველაზე უფრო ღირებული არის ეს," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბოლო სიახლეები