ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულების თითქმის 70 პროცენტი განიკურნა

Read Time:28 Second

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულების თითქმის 70 პროცენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის საკითხებში ჩინეთის სახელმწიფო კომისია იუწყება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის 80 651 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 55 4040 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს. ეს რიცხვი კი კორონავირუსით დაინფიცირებული 68,66 პროცენტია.

როგორც ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისია იუწყება, ამ მომენტისთვის ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო ცენტრებში 22 177 ადამიანი იმყოფება. მათგან 5 498 ინფიცირებულს მძიმე მდგომარეობა აქვს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბოლო კვირებში ჩინეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია ”მაგან თავის შვილს ვერ უშველა ჩვენ რა უნდა გვიშველოს, ვითომ იცავს ქვეყანას…”
Next post კახა კალაძე: დღეიდან ვიწყებთ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს და ამით უკვე პროექტი მთლიანად დასრულდება