„ჩვენ უკრაინისთვის“ – პირველი არხის საქველმოქმედო მარათონი

Read Time:23 Second

პირველი არხის მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ.

ხვალ ჩვენი ტელევიზია საქველმოქმედო აქცია-მარათონს გამართავს. მასში მუსიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მიზანი საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარებაა. თანხის გაღება როგორც „ესემესის“, ასევე საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით იქნება შესაძლებელი. შეგროვებული თანხა დაზარალებულ ოჯახებს გადაერიცხებათ.

„ჩვენ უკრაინისთვის“, – ასე ჰქვია მარათონს, რომელიც ხვალ, 22 საათზე დაიწყება და პირველი არხის ეთერში გადაიცემა. მარათონს ტელევიზია „წითელ ჯვართან“ ერთად მართავს. მსგავს საქველმოქმედო აქციებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის არაერთი წევრი მაუწყებელი მართავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს პროევროპულობას საქმით და არა ყალბი განცხადებებით“
Next post ფიფა-მ და უეფა-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა