შს მინისტრის მოადგილე: მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია

Read Time:24 Second

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფიგზე, მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან და მათგანაც დარწმუნებით და ცალსხად გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი, მის მიმართ არის განაჩენი დამდგარი და შესაბამსიად თუ ის გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ჩვენ მას დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია საბოლოოდ დასრულდა
Next post მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება