მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება

Read Time:28 Second
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია, ის ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.
 
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამსტერდამიდან უკრაინაში 24 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ბოლო 4 დღის განმავლობაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.
 
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შს მინისტრის მოადგილე: მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია
Next post მამუკა მდინარაძე: ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილის ვიდეო არის დადასტურებულად „ფეიკი“