შსს-მ დაიწყო ფაქტების შესწავლა ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას ეხება

Read Time:27 Second

გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე შსს-მ ფაქტების შესწავლა დაიწყო.

„30 ოქტომბერს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ეხება არჩევნების პერიოდში გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას, ასევე, საჯაროდ დასახელებულ კონკრეტულ პირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტების შესწავლა დაიწყო. ჩატარდება ყველა საჭირო ღონისძიება, მათ შორის გამოკითხვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Next post საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს