კახეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Read Time:1 Minute, 15 Second

კახეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით ეპიდსტატისტიკა ასეთია: ახმეტაში 2 ადამიანი დაინფიცირდა; გურჯაანში – 7; თელავში -12; ლაგოდეხში – 3 ; საგარეჯოში – 4, სიღნაღში – 2; დედოფლისწყაროში – 4, ხოლო ყვარელში – 6.

გურჯაანში, ინფექცია დაუდასტურა „ავერსის” აფთიაქისა და გურჯაანის „ჯეოჰსპიტალსის” ორ თანამშრომელს, ასევე დაინფიცირდა ონკოპაციენტი. კორონავირუსი დაუდასტურდა ცხელების ცენტრში მოთავსებულ ერთ პირს.

კორონავირუსი დაუდასტურდა თელავის მერიის თანამშრომელს, სოფელ წინანდლის და გულგულის ორ პედაგოგს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ თანამშრომელს, ასევე 3 მოქალაქეს, რომელთა ასაკი 65-დან 70-მდე მერყეობს.

ლაგოდეხში დაინფიცირებულია საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომელი. ასევე, ცხელებიან პაციენტი, რომელიც ექიმებმა სტაციონარში უკვე მოათავსეს. საგარეჯოში კი კორონავირუსი „ჯეოჰოსპიტალსის“ ორ მედდას და კლინიკის ერთ რეგისტრატორს აღმოაჩნდა.

სიღნაღში დაინფიცირდა „არქიმედეს“ კლინიკის სტაჟიორი. თანმხლები კარდიოლოგიური დაავადებებით ერთი მოქალაქე კოვიდკლინიკაში დღეს გადაიყვანეს.

ყვარელში 6 დაინფიცირებული პაციენტიდან პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა 81 წლის პენსიონერი, მას კორონავირუსი დღეს ჩატარებული ტესტის შედეგად დაუდასტურდა.

ვირუსი დაამარცხა 33-მა პაციენტმა და გამოჯანმრთელებულ პირთა რიცხვი ახლა 147-მდე გაიზარდა. თვითიზოლაციიდან მოიხსნა 99 მოქალაქე, თუმცა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ ამ ეტაპზე რჩება 1071 ადამიანი. 442 მოქალაქე კი ტესტის შედეგის პასუხის მოლოდინშია, ნიმუშების პასუხი ცნობილი ხვალ დილით გახდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19 810, გარდაიცვალა 285 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ია მეტრეველი: „ნაცმოძრაობას“ არაფრის რესურსი აღარ აქვს, ხალხი არასოდეს დაუშვებს ამ ბოროტების დაბრუნებას
Next post შსს-მ დაიწყო ფაქტების შესწავლა ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას ეხება