საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

Read Time:1 Minute, 30 Second

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს.

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გასტანს.

კანონის თანახმად, თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად – დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა ამომრჩევლის ნაცვლად.

120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი – მაჟორიტარული წესით.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით 127 საარჩევნო უბანია შექმნილი. 10 უბანია გახსნილი პენიტენციურ დაწესებულებებში, 1 კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. საზღვარგარეთ, 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც ხმის მიცემა 14 170 ამომრჩეველს შეუძლია.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

ხმის მიცემის პროცედურა შემდეგი წესისა და თანმიმდევრობის დაცვით ტარდება:

საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველი გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავებს ხელებს შესასვლელში განთავსებული ხელის სადეზინფექციო სითხით, ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგენს პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და დროებით მოიხსნის პირბადეს იდენტიფიცირების მიზნებისთვის. მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ ამომრჩეველი რეგისტრატორს წარუდგენს პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს და დროებით მოიხსნის პირბადეს.

ამომრჩეველთა სიაში თავისი გვარის გასწვრივ ამომრჩეველი გააკეთებს ხელმოწერას რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამავე კალმისტრით ისარგებლებს ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებისას. ამომრჩეველი მიიღებს რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს.

ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენში/ბიულეტენებში ამომრჩეველი შემოხაზავს მისთვის სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგით ნომერს. კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღებს სპეციალურ კონვერტს და დაკეცილ საარჩევნო ბიულეტენს/ბიულეტენებს მოათავსებს მასში. ხმის მიცემის პროცესში გამოყენებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტარი ამომრჩეველმა უნდა დატოვოს სპეციალურ კონტეინერში.

კენჭისყრის შენობის დატოვებისას ამომრჩეველმა უნდა ისარგებლოს გასასვლელში უზრუნველყოფილი ხელის სადეზინფექციო სითხით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შსს-მ დაიწყო ფაქტების შესწავლა ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, რომელიც გარკვეული ოპოზიციური ძალების მიერ პროვოკაციების მოწყობას ეხება
Next post ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს