პარასკევი, აპრილი 17, 2026

შალვა პაპუაშვილი – პოლიტიკური ჯგუფი თავის პოლიტიკას ქართველობაზე, ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ინტერესებზე როცა არ აფუძნებს, მას წარმატების არანაირი პერსპექტივა არ აქვს

რადიკალურ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური სახის გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და უნდათ ვენესუელელობა; შეხედავენ უნგრეთს და უნდათ უნგრელობა; შეხედავენ ნეპალს და უნდათ ნეპალელობა. მთავარია ის, რომ ქართველობა არ უნდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის მათი მთავარი პრობლემა.

„უნდათ, იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი. არაქართველს არასოდეს ექნება წარმატება საქართველოში. პოლიტიკური ჯგუფი თავის პოლიტიკას ქართველობაზე, ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ინტერესებზე როცა არ აფუძნებს, ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმატების არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ იმ სასოწარკვეთას აჩვენებს, რაც ოპოზიციაშია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – უკრაინაში საქმე წინ მიიწევს, ვისურვებდი, რომ მეტად შევძლო ჩართვა, ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება ირანზეა ფოკუსირებული

უკრაინაში საქმე წინ მიიწევს, ახლა ჩვენი ყურადღება ირანზეა ფოკუსირებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, არის თუ არა რაიმე სიახლე უკრაინასთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ საქმე წინ მიწეევს.„უკრაინაში საქმე წინ მიიწევს. ვისურვებდი, რომ მეტად შევძლო ჩართვა. გულწრფელად რომ ვთქვა, უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ვნახოთ, რა მოხდება. იქ რაღაცები ხდება. ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება ირანზეა ფოკუსირებული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ორი სასკოლო თავდასხმა 24 საათში-რა აერთიანებდა თავდამსხმელებს? -ახალი დეტალები გამოძიებიდან

სკოლებში მომხდარი თავდასხმების შოკისმომგვრელი დეტალები. რა აერთიანებდა არასრულწლოვან თავდამსხმელებს ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.თურქეთის შანლიურფასა და კაჰრამანმარაშის ქალაქებში მომხდარმა ზედიზედ ორმა სასკოლო თავდასხმამ ქვეყანა შოკში ჩააგდო.თურქულ მედიაზე დაყრდნობით, ორი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად საერთო ჯამში 1 მასწავლებელი და 8 მოსწავლე დაიღუპა, ხოლო 33 ადამიანი დაშავდა.გამოძიების პროცესში თავდამსხმელებს შორის მნიშვნელოვანი მსგავსება გამოიკვეთა. დადგინდა, რომ ორივე მათგანი ერთსა და იმავე კომპიუტერულ თამაშს თამაშობდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ისინი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ძალადობრივი შინაარსის თამაშის აქტიური მომხმარებლები იყვნენ.შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, შანლიურფას სივერეკის რაიონში მდებარე პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 მასწავლებელი.მომხდარიდან დაახლოებით 24 საათში, კაჰრამანმარაშის ონიქიშუბათის რაიონში მდებარე საშუალო სკოლაში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. მე-8 კლასის მოსწავლემ, მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით და ცეცხლი გახსნა.ორი საკლასო ოთახის მიმართულებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მათემატიკის მასწავლებელი აილა კარა და 8 მოსწავლე დაიღუპა, ხოლო 17 ადამიანი დაშავდა.

ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ერთ-ერთ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 პირი დაიღუპა.ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.შემთხვევა კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა.ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შალვა პაპუაშვილი – ქვეყანამ გარე ჩარევისგან თავი უნდა დაიცვას, რისთვისაც მნიშვნელოვანია, გარე ჩარევებისგან თავდაცვისთვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო შეიქმნას

ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას დღეს მთავარ პრობლემას უქმნის საგარეო ჩარევა. ეს არის გარე ჩარევა, რომელიც ურევს სიტუაციას ქვეყნებში, ცდილობს, წარმოაჩინოს სხვისი ინტერესი ხალხისა და ქვეყნის ინტერესად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.მისივე თქმით, უნდა შეიქმნას გარე ჩარევებისგან თავდაცვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო.„ყველა ქვეყანამ უნდა იმოქმედოს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ქვეყნები როცა მოქმედებენ ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მშვიდობა უფრო მყარია, თანამშრომლობა  – უფრო სტაბილური. ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებას დღეს მთავარ პრობლემას უქმნის საგარეო ჩარევა, აამოქმედოს ხელისუფლებები არა საკუთარი ხალხის, არამედ გარე პოლიტიკური ძალების ინტერესების შესაბამისად. ასე ირევა სინამდვილეში ურთიერთობები ქვეყნებს შორის და ირღვევა სტაბილურობა.ასამბლეის მონაწილეთა მიმართ ჩემი მოწოდება იყო, რომ მნიშვნელოვანია გარე ჩარევებისგან თავდაცვა. ქვეყნის თავდაცვა არ წყდება მხოლოდ ფიზიკურ საზღვრებზე, არამედ ქვეყანამ უნდა დაიცვას თავი გარე ჩარევისგან მის ინსტიტუტებში, საზოგადოებაზე გავლენის შემცირებით. ამისთვის საჭიროა სამართლებრივი ჩარჩო. ეს ჩარჩო ბევრ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის – საქართველოში, თუმცა ვინაიდან არის ორმაგი სტანდარტი, რაც მისაღებია იუპიტერების ქვეყანაში, ხარების ქვეყანაში ზოგიერთისთვის მიუღებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ერთიანი საერთაშორისო ჩარჩო, გარე ჩარევებისგან თავდაცვის სამართლებრივი ჩარჩო, რომელზეც ყველა შეთანხმდება და იხელმძღვანელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – არსებობს ორმაგი სტანდარტი, ერთ ქვეყანაში „დაცვად“ რაც მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება, ერთ სისტემაში ქებას რაც იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება, ეს...

არსებობს ორმაგი სტანდარტი. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება; ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეს შეუსაბამობა ძირს უთხრის ნდობას.„დღეს ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე: ეს არის საგარეო ჩარევა. ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია. სწორედ ამიტომ მოქმედებენ ქვეყნები. სწორედ ამიტომ ვხედავთ მთელ მსოფლიოში საკანონმდებლო ჩარჩოების ჩამოყალიბებას: უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიის ფარი ევროკავშირში, საგარეო ჩარევის კანონი საფრანგეთში, უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა (FIRS) გაერთიანებულ სამეფოში ან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საქართველოში. მიუხედავად განსხვავებული სახელწოდებებისა, სამართლებრივი ფორმა ეძლევა ერთ საერთო პრინციპს: დემოკრატია უნდა ყალიბდებოდეს ხალხის მიერ და არა უცხოური ძალის მიერ. და მაინც, არსებობს ორმაგი სტანდარტი. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება; ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ძირს უთხრის ნდობას. თანამშრომლობას თუ სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები