უკრაინაში საქმე წინ მიიწევს, ახლა ჩვენი ყურადღება ირანზეა ფოკუსირებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, არის თუ არა რაიმე სიახლე უკრაინასთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ საქმე წინ მიწეევს.
„უკრაინაში საქმე წინ მიიწევს. ვისურვებდი, რომ მეტად შევძლო ჩართვა. გულწრფელად რომ ვთქვა, უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ვნახოთ, რა მოხდება. იქ რაღაცები ხდება. ახლა ჩვენი მთავარი ყურადღება ირანზეა ფოკუსირებული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

