რომის პაპი აცხადებს, რომ სამყარო ტირანების მიერ არის განადგურებული. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა კამერუნში გამართულ სამშვიდობო შეხვედრაზე გამოსვლისას აღნიშნა.
„სამყარო ტირანების მიერ არის განადგურებული. ომის ბატონები თავს აჩვენებენ, თითქოს არ იციან, რომ მხოლოდ წამია საჭირო განადგურებისთვის, ხოლო აღდგენა ხშირად მთელ სიცოცხლეს მოითხოვს. თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ მკვლელობასა და განადგურებაზე მილიარდობით დოლარი იხარჯება, ხოლო განკურნებისთვის, განათლებისა და აღდგენისთვის საჭირო რესურსები სადაც უნდა ეძებო, ვერსად ნახავ. იესომ გვითხრა: ნეტარ არიან მშვიდობის მქმნელნი, მაგრამ ვაი მათ, ვინც სარგებლობს რელიგიით და თვით ღმერთის სახელით საკუთარი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნებისთვის, წმინდას ბნელეთსა და ჭუჭყში მიათრევს“, – განაცხადა რომის პაპმა, ლეო XIV-მ.

