ყოფილი პოლიციელი: ამირან ჯანაშიას თავისი დამქაშები ჰყავდა ციხეში და იმათ უთხრა, „ეცით მაგასო“, 30 კაცი ფიზიკურად გამისწორდა

Read Time:40 Second

ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია, რომელიც ამჯერად იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, წარსულში პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი იროდი შელია, რომელსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს იარაღი გაუვარდა და ზუგდიდის საპატიმროში იმყოფებოდა, „ქრონიკასთან“ საუბრისას ჯანაშიას მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ სასტიკი მოპყრობის ფაქტებს იხსენებს.

„2010 წელს ვიხდიდი ზუგდიდის ნომერ მეოთხე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს. ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შემემთხვა ინციდენტი და ამის გამო მოვხვდი ციხეში. ამირან ჯანაშია, ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი სისასტიკით გამოირჩეოდა. მისი პრინციპი იყო ეთქვათ, რომ ყველაზე მკაცრი ციხე იყო. ერთ დღეს, ე.წ. გასეირნებაზე მითხრა ირბინეო და არ ვირბინე, რის შემდეგაც უწმაწური სიტყვები წამომაძახა. თავისი დამქაშები ჰყავდა ციხეში და იმათ უთხრა, „ეცით მაგასო“, მთლიანი ცვლა დამასია და 30 კაცი ფიზიკურად გამისწორდა. ასე იქცეოდა ყოველდღე, სისტემატურად, საკნებიდან ყვირილის ხმა გვესმოდა ხოლმე“, – განაცხადა იროდი შელიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: თუ აქამდე ვვარაუდობდით, რომ იყო მანიპულაციები კვლევებთან დაკავშირებით, ახლა პირდაპირ ვნახეთ, როგორ ვერ წაშალეს კვალი და თავადაც მოუწიათ ამის აღიარება
Next post გიორგი ვოლსკი: დღეს არანორმალური სიტუაციაა ადამიანის გამო, რომელიც თავს უწოდებს აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს და რეგიონის ლიდერს