გიორგი ვოლსკი: დღეს არანორმალური სიტუაციაა ადამიანის გამო, რომელიც თავს უწოდებს აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს და რეგიონის ლიდერს

Read Time:1 Minute, 7 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ქვეყანაში წინასაარჩევნო ატმოსფერო არ იყო სრულფასოვანი. მისი თქმით, საქართველოში დღეს არანორმალური სიტუაციაა ადამიანის გამო, რომელიც თავს უწოდებს აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონს და რეგიონის ლიდერს.

„ჩვენ ბოლო თვეებია ვლაპარაკობთ ვლაპარაკობთ ათწლიან გეგმებზე, უახლოეს პერიოდზე, წლის ბოლოს რა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე უნდა გავიდეთ. სადაა მთავარი პრობლემა, რომელიც უკავშირდება პანდემიას, სოციალურ-ეკონომიკურ დარტყმებს საიდან ვღებულობთ და საგანგებო თემა, რომელიც ყველას გამორჩა ყველას ჩვენ გარდა, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი და განუმეორებელი ამ სივრცეში, რასაც ჰქვია რეგიონი, ქვეყანა, რომელიც არის საკვანძო გეოპოლიტიკური მდგომარეობით. აქაც ჩვენი წარმატება და წინსვლა არის თვალსაჩინო. ხედვა ამ მიმართულებით რაც მთავრობას გააჩნია, არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი. ამ თემებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ როცა მუდმივად მიდის მზადება რევოლუციისთვის და დესტაბილიზაციისთვის, ვფიქრობ წარმატებაც იქვეა, თუკი მედია მხოლოდ სკანდალითაა დაინტერესებული“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ამის გამო ხელისუფლების წარმომადგენლების პრეზენტაციები ყურადღების მიღმა დარჩა. „რამდენი პრეზენტაცია გააკეთა გინდა პრემიერ-მინისტრმა, გინდა ქალაქის მერმა, მინისტრებმა. ჩვენ რამდენ საკითხზე ვილაპარაკეთ, რომელიც ეხება სოციალურ თემას. ყველაზე მეტად რასაც განვიცდი, ისაა, რომ აქ ახალგაზრდები სხედან, მათ არ აქვთ ემოციური კავშირი წარსულთან, მეც წინასაარჩევნო პერიოდში მიწევს მათაც მივმართო, რომ არ გაგაჩნიათ ემოციური კავშირი წარსულთან, უნდა იცოდეთ, რომ თქვენხელა ბიჭი სცემეს და შიმშილობდა იმიტომ, რომ თანამესაკნეები არ შეეწუხებინა, რომ მას ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში დახმარებოდნენ. ეს არის შიმშილობა და მე ვალდებული ვარ და იძულებული ვარ, რომ ამათ ეს უბედურება, საშინელი ამბავი მოუყვე. მხოლოდ ამ ერთი ფაქტისთვის შეიძლება ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავრობა ჩამოიშალოს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყოფილი პოლიციელი: ამირან ჯანაშიას თავისი დამქაშები ჰყავდა ციხეში და იმათ უთხრა, „ეცით მაგასო“, 30 კაცი ფიზიკურად გამისწორდა
Next post კახა კალაძე: ხვალ ძალიან მარტივი არჩევანი იქნება გასაკეთებელი – ერთ მხარეს დგას კახა კალაძე თავისი გუნდით, მეორე მხარეს – ბოროტება გვარამიების, ქარდავების, მელიების სახით