შალვა პაპუაშვილი: თუ აქამდე ვვარაუდობდით, რომ იყო მანიპულაციები კვლევებთან დაკავშირებით, ახლა პირდაპირ ვნახეთ, როგორ ვერ წაშალეს კვალი და თავადაც მოუწიათ ამის აღიარება

Read Time:36 Second

თუ აქამდე პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობდა, ვადარებდით კვლევებს და არჩევნების შედეგებს და გამოგვქონდა დასკვნა, რომ სავარაუდოდ იყო მანიპულაციები, ახლა პირდაპირ ვნახეთ, როგორ ვერ წაშალეს კვალი და თავადაც მოუწიათ ამის აღიარება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის აღმასრულებელმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„სადმე თუ არის გარიგება, ეს არის გარიგება „მთავარ არხს“, IPSOS-ს და სხვებს შორის.„ნაცმოძრაობის“ მიერ აწყობილ კვლევების გაყალბების სისტემას რომ შევხედოთ, საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლზე 41% დადეს, როცა 48% მიიღო ჩვენმა პარტიამ. 2016 წელს, 2012 წელს – ყველგან დაკლებულია საშუალოდ 10%. რაც მთავარია, ეს სისტემა ასე მოქმედებს: „ნაცმოძრაობა“ უკვეთავს კვლევას IPSOS-ს, შემდეგ კი სამუშაოებს ასრულებს ლევან თარხნიშვილის ორგანიზაცია. ამის შემდეგ მონაცემებს აქვეყნებს „მთავარი არხი“ ან მანამდე „რუსთავი 2“. ეს არის გაყალბებების შეკრული სისტემა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: მე ვიქნები მელიას მერი
Next post ყოფილი პოლიციელი: ამირან ჯანაშიას თავისი დამქაშები ჰყავდა ციხეში და იმათ უთხრა, „ეცით მაგასო“, 30 კაცი ფიზიკურად გამისწორდა