კახა კალაძე: მე ვიქნები მელიას მერი

Read Time:45 Second

2017 წლიდან მოყოლებული ვცდილობ და მომავალშიც ვაპირებ ასე გავაგრძელო ჩემი საქმიანობა, არასდროს დამიყვია ადამიანები პოლიტიკური ნიშნით, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, თბილისი ერთია და ის ყველასია.

„იქნება ეს გადაწყვეტილებები, დახმარებები, სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამები თუ სხვა, არასდროს ადამიანები არ დამიყვია პოლიტიკური ნიშნით. ამდენად, შემთხვევითი არ არის ის მხარდაჭერა და სიყვარული, რომელიც მაქვს საზოგადოების მხრიდან. ეს გამოწვეულია ამ ნაბიჯებით. ამიტომ ვამბობ, რომ ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი-ვინც მხარს მიჭერს ან არ მიჭერს. მე ვარ და ვიქნები ყველას მერი, მელიას მერიც ვიქნები და იმ რადიკალური ძალის მერიც, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება. ეს ჭირდება ჩემს ქალაქს და ჩემს ქვეყანას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ხვალ თბილისელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ.

„ვფიქრობ, ბოლო 4 წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთე. ხვალ ყველაფერი დამოკიდებულია თბილისელებზე და მე დარწმუნებული ვარ, ვისაც უყვარს ეს ქალაქი და სურს მისი განვითარება, ხმას მისცემს სიმშვიდეს, სტაბილურობას და აღმშენებლობას,“- განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თეა წულუკიანი: სამეგრელოსა და ზუგდიდში დაინახეს, რომ იმსახურებენ სხვა რამეს, ვიდრე იმ ბნელეთის დაბრუნებას, რომელიც 2012 წელს გავისტუმრეთ
Next post შალვა პაპუაშვილი: თუ აქამდე ვვარაუდობდით, რომ იყო მანიპულაციები კვლევებთან დაკავშირებით, ახლა პირდაპირ ვნახეთ, როგორ ვერ წაშალეს კვალი და თავადაც მოუწიათ ამის აღიარება