თეა წულუკიანი: სამეგრელოსა და ზუგდიდში დაინახეს, რომ იმსახურებენ სხვა რამეს, ვიდრე იმ ბნელეთის დაბრუნებას, რომელიც 2012 წელს გავისტუმრეთ

Read Time:1 Minute, 31 Second

ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის განცხადებით, ზუგდიდში ვითარება შეცვლილია და თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს.

„უბრალოდ შეუძლებელია და გამორიცხულია, რომ ის ბნელი ძალა, რომელიც სამეგრელოში, მეგრელების ღირსებასა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩვენი ქვეყნის შვილების ღირსებას ფეხქვეშ თელავდა სამეგრელოში დაბრუნდეს“, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ნათლად ჩანს, რომ სამეგრელომ და ზუგდიდმა შეამჩნია და დაინახა, რომ ფარსია კვლევები, რომლითაც „ნაცმოძრაობა“ ატყუებს საზოგადოებას, რომ უფრო მეტი ხმები აქვთ ვიდრე „ქართულ ოცნებას“. „დღეს ეს მათივე შეცდომით საჯაროდ გამჟღავნდა და ეს ძალიან კარგად დაინახეს ზუგდიდშიც, დღეს გახლდით ამის მოწმე. შესაბამისად, ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ ზუგდიდის მერი იქნება არა მელია, არამედ წოწერია. ეს იქნება ის მერი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვგეგმავთ განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც სჭირდება სამეგრელოს და რაც ეკადრება პირველ რიგში ზუგდიდს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ მმართველობისას სამეგრელოსა და ზუგდიდისთვის პრაქტიკულად არაფერი გაკეთდა. „ჩვენ დადიანების სასახლის არაერთი დარბაზი აღვადგინეთ, როდესაც „ქართუ“ ფონდმა და ბიძინა ივანიშვილმა ნიკო დადიანის სასახლე გადაარჩინა, ამის გაკეთება წინა ხელისუფლებასაც შეეძლო. მაგრამ აქედან ჩანს, თუ როგორ სცემდნენ პატივს სამეგრელოსა და მეგრელებს. ჩენ ახლა ეკატერინეს სასახლის გადარჩენასა და რეაბილიტაციას ვიწყებთ, სადაც დაცულია ღვთისმშობლის კვართი, ამით ყველაფერია ნათქვამი. აქაა ყველაზე დიდი საგანძური და აქაა ყველაფერი ის, რაც აკავშირებს ქართულ კულტურას ევროპულ კულტურასთან. ამიტომაც ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა და ამას ჩვენ გავაკეთებთ. ჩვენი მთავრობა, ეს ხელისუფლება სწორედ „ქართული ოცნების“ კანდიდატთან ერთად, რომელიც ხვალ ნამდვილად გაიმარჯვებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, აღნიშნა, რომ ზუგდიდში მდგომარეობა შეცვლილია. „მათ დაინახეს, რომ არავითარ შემთხვევაში სამეგრელოს და ზუგდიდს „ნაციონალების“ კანდიდატი არ ეკადრება, ისევე, როგორც გუშინწინ ვნახე იგივე რუსთავში, ერთი კვირის წინ იგივე ვნახე ქუთაისში, მათ იციან, რომ ისინი იმსახურებენ სხვა რამეს, ვიდრე იმ ბნელეთის დაბრუნებას, რომელიც გავისტუმრეთ 2012 წელს“, – აღნიშნა წულუკიანმა.

ზუგდიდის 67-საარჩევნო ოლქში დაახლოებით 120 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ზუგდიდის მერობის „ნაცმოძრაობის“ კანდიდატია ანზორ მელია, ხოლო „ქართული ოცნების“ მამუკა წოწერია.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტსა და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: საზოგადოებას მომავალ გეგმებზე უდნა ვესაუბროთ, მაგრამ ისიც უნდა იცოდნენ, ვინ არის ოპონენტი, რომელიც გაუგებარ რამეებს გვაბრალებს
Next post კახა კალაძე: მე ვიქნები მელიას მერი