სოზარ სუბარი: საზოგადოებას მომავალ გეგმებზე უდნა ვესაუბროთ, მაგრამ ისიც უნდა იცოდნენ, ვინ არის ოპონენტი, რომელიც გაუგებარ რამეებს გვაბრალებს

Read Time:49 Second

საზოგადოებას მომავალ გეგმებზე უდნა ვესაუბროთ, მაგრამ ისიც უნდა იცოდნენ, ვინ არის ოპონენტი, რომელიც გაუგებარ რამეებს გვაბრალებს და ლაპარაკობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „არჩევნები 2021“-ში განაცხადა.

„ზუგდიდში დავდიოდი სოფელ-სოფელ და ერთი ადამიანი მიყვებოდა, რომ პროფესიულ ფეხბურთს თამაშობდა ადრე. ერთი მეგობრული თამაშის დროს მეგის ქარდავას წინააღმდეგ უთამაშია, რომელიც მაშინ იქ პოლიციის უფროსი იყო. იმის გამო, რომ ამან უკეთ ითამაშა, წაიყვანეს პოლიციაში და ცემით მიასიკვდილეს, წაიყვანეს სადღაც სხვა სოფელში დააგდეს. რამდენიმე თვე დასჭირდა მის მკურნალობას. ამდენი წელი ციხეებში დავდიოდი და მაინც ისეთ რამეებს ვისმენ, ჩემთვისაც კი მოულოდნელია. ამის შეხსენება საჭიროა. კი, საზოგადოებას მომავალ გეგმებზე უდნა ვესაუბროთ, მაგრამ ისიც უნდა იცოდნენ, ვინ არის ოპონენტი, რომელიც გაუგებარ რამეებს გვაბრალებს და ლაპარაკობს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოახერხეს და სალომე ზურაბიშვილს, რომლის მთელი წინაპრებიც საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რუსეთის აგენტი დაარქვეს. თავიანთი კანდიდატი, რომელიც იყო კაკებეს გამოცხადებული თანამშრომელი პატრიოტად გამოაცხადეს. მაშინაც იძულებული გაგვხადეს შეგვეცვალა ჩვენი წინასაარჩევნო ტაქტიკა და საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი შეგვეხსენებინა. მოსახლეობისგან სამეგრელოში იგრძნო საფრთხე, რომ აი, თუ არ გამოვფხიზლდებით შეიძლება ის საშინელება დაბრუნდეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“: დღესაც იგივე ხელწერა აქვთ, ოღონდ რა ინსტრუმენტებიც აქვთ, იმით ცდილობენ დააბულინგონ, გააუბედურონ, დაჩაგრონ, შეურაცხყოფა მიაყენონ
Next post თეა წულუკიანი: სამეგრელოსა და ზუგდიდში დაინახეს, რომ იმსახურებენ სხვა რამეს, ვიდრე იმ ბნელეთის დაბრუნებას, რომელიც 2012 წელს გავისტუმრეთ