კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“: დღესაც იგივე ხელწერა აქვთ, ოღონდ რა ინსტრუმენტებიც აქვთ, იმით ცდილობენ დააბულინგონ, გააუბედურონ, დაჩაგრონ, შეურაცხყოფა მიაყენონ

Read Time:1 Minute, 20 Second

„ნაცმოძრაობისგან“ ყველაფერია მოსალოდნელი, ეს არის რევანშისტული ბოროტი ძალა, რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე. თუკი რაიმე ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს, ყველაფრის მკადრებლები არიან, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ეს გამოიხატებოდა მათ მმართველობაში, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ოჯახების გაუბედურება, ქუჩაში ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების განადგურება, კარგად გვახსოვს, რა დღეში აგდებდნენ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს. დღესაც იგივე ხელწერა აქვთ, ოღონდ რა ინსტრუმენტებიც აქვთ, იმით ცდილობენ დააბულინგონ, გააუბედურონ, დაჩაგრონ, შეურაცხყოფა მიაყენონ. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც ხელწერას ვერაფრით შეიცვლის და ვერ გამოსწორდება. როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისეთ რაღაცას კადრულობ, რაც მათ იკადრეს და დღეს საუკეთესო მაგალითი ხარ იმისა, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, ყველაფერია შენგან მოსალოდნელი, თუმცა შესაბამისი სამსახურები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე არიან. ვინც კი გაბედავს კანონის დარღვევას, სახელმწიფო ყველას გასცემს შესაბამის პასუხს. ეს არის ჩვენი რეაგირება. დღეს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილურობა, სიმშვიდე, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა – ერთადერთი ძალა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, სწორედ „ქართული ოცნებაა“, – აცხადებს კალაძე.

მან ასევე ისაუბრა არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე და აღნიშნა, რომ ყოველთვის, როცა თვითონ სასურველ შედეგს ვერ აღწევს, გამოსავალს საკუთარ თავში ეძებს და არასდროს აბრალებს სხვას.

„ასე იყო მაშინაც, როცა სპორტსმენი ვიყავი. ყოველთვის საკუთარ თავში ვეძებ, რაღაც ხომ არ გავაკეთე საკმარისად კარგად. ასე იყო არჩევნების პირველ ტურშიც, მაქსიმალურად ვეცადე, რომ მეწარმოებინა ევროპული საარჩევნო კამპანია, მესაუბრა მომავალზე, პოზიტივზე, ქალაქზე. შეიძლება კიდევ უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა, თუმცა დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რათა საზოგადოებას გავაცნო ჩემი და ჩემი გუნდის დამოკიდებულება ამ ქალაქის მიმართ, როგორ წარმომიდგენია თბილისის განვითარება. ხვალ ყველაფერი დამოკიდებულია თბილისელებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, ვისაც უყვარს ეს ქალაქი და მისი განვითარება სურს, ხმას მისცემს სტაბილურობას, სიმშვიდეს, განვითარებასა და აღმშენებლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა
Next post სოზარ სუბარი: საზოგადოებას მომავალ გეგმებზე უდნა ვესაუბროთ, მაგრამ ისიც უნდა იცოდნენ, ვინ არის ოპონენტი, რომელიც გაუგებარ რამეებს გვაბრალებს