ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა

Read Time:38 Second

ყველა დაკავებულის, პატიმრის უფლებაა შიმშილობის უფლება. მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს, პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც თავისი გუშინდელი განცხადება განმარტა.

„ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, ვიზრუნოთ პატიმარ სააკაშვილის და ბუნებრივია, ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე. იგი ვერ იქნება გამონაკლისი.

რაც შეეხება ჩემს ნათქვამს, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, გუშინ მე ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიციაზე კანონმდებლობაში. ამაზე მქონდა საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და შესაძლოა, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

რა თქმა უნდა, ყველა დაკავებულის, პატიმრის უფლებაა შიმშილობის უფლება. მე ვთქვი, რომ ჩვენ ადამიანს, პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. მე უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფი და რეანიმობილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: გაასაჯაროოს სააკაშვილმა მონაცემები იმაზე, იღებს თუ არა სითხეებით იოგურტს, თაფლიან წყალს – ვნახოთ, შიმშილობაც „ფეიკი“ ხომ არაა?
Next post კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“: დღესაც იგივე ხელწერა აქვთ, ოღონდ რა ინსტრუმენტებიც აქვთ, იმით ცდილობენ დააბულინგონ, გააუბედურონ, დაჩაგრონ, შეურაცხყოფა მიაყენონ