ყველაზე დიდი მოგება ისრაელის ლატარიის ისტორიაში

Read Time:1 Minute, 19 Second

ამ კვირას ისრაელში ლატარეის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა გათამაშდა, 80
მილიონი შეკელი (აქვე დავამატებ, რომ გამარჯვებულმა თანხის 38% გადასახადი უნდა
გადაიხადოს).
ექვსი ციფრი მხოლოდ ერთმა გამოიცნო. 36 მოთამაშემ შეძლო 5 ციფრის გამოცნობა და
ყოველმა მათგანმა 18.834 შეკელის ოდენობის პრიზი დაიმსახურა, კიდევ 187-მა 5, მათი
საპრიზო ფონდი 2914 შეკელს შეადგენს.
ისრაელში აზარტული თამაშები კანონითაა აკრძალული – ეროვნული ლატარეა
გამონაკლისია. ის 1951 წლიდან თამაშდება. მიშინ მოგება საქალაქო საავადმყოფოების
მშენებლობას მოხმარდა. დღესაც, მოგება სოციალური პროექტების დასაფინანსებლად
მიიმართება.
გამარჯვებული მამაკაცია, რომელსაც ცხოვრებაში ლატარეის ბილეთი სულ სამჯერ აქვს
შევსებული. ახლა მან ბილეთი იანვარში იყიდა და შეავსო. გამარჯვებული ისრაელის
ცენტრალური ნაწილის მცხოვრებია, ბიზნესმენი, სამიშვილის მამა.
საინტერესოა, რომ ამ ადამიანს სამივეჯერ გაუმართლა. პირველ ბილეთში 4 ციფრი, მეორეში
ხუთი, მესამეში კი ექვსი ციფრი გამოიცნო.
წინა ლატარეის გამარჯვებულს 2021 წლის მაისში 76 მილიონი შეკელი ერგო. სამხრეთის
მაცხოვრებელმა ყველა გადასახადის გადახდის შემდეგ 47 მილიონი შეკელი მიიღო.
წლის დასაწყისში ლატარეის მართვის ორგანომ („მიფალ ჰა-პაის“) მუშაობის შედეგები
გამოაქვეყნა. 1.9 მილიარდი შეკელი სოციალურ პროექტების დაფინანსება მოხდა.
2021 წელს ლატარეის მართვის ორგანომ 38 ათასი სტუდენტური სტიპენდია გასცა, რაც 55%-
თ მეტია ვიდრე წინა წელს. შეიძინეს და მოსწავლეებს გადასცეს 14 ათასი კომპიუტერი და
პლანშეტი ქვეყნის 190 დასახლებულ პუნქტში.
„მიფალ ჰა-პაიმ“ მიზნობრივი სესხებიც გასცა. ადგილობრივმა ორგანოებმა 100 მლნ. შეკელზე
მეტი მიიღეს მზის პანელების გასათავსებლად საზოგადოებრივი შენობების სახურავებზე. ამ
პროექტში მონაწილეობას 43 მუნიცეპალიტეტი იღებდა. პროექტი მხარს უჭერს „მწვანე“
ენერგეტიკას. 80 მლნ შეკელი ქვეყნის პარკებისა და სკვერების, აგრეთვე ველოსიპედების
სავალი გზებისა და ფეხმავალთა სარბენი ბილიკების მოწყობას მოხმარდა.
დაახლოებით 160 მლნ. შეკელი არაბულ სექტორსა და პერიფერიებზე კულტურული
დანიშნულების ობიექტების მშენებლობას მოხმარდა.
600 მლნ. შეკელი ბიბლიოთეკების, სპორტდარბაზებისა და სტადიონების რეკონსტუქცია,
რაბილიტაციაზე დაიხარჯა.
სერგი პოდრაჟანსკი იერუსალიმიდან.
ფოტო: ლატარეის გათამაშება და გამარჯვებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: ბატონი უგულავას რჩევებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ – ნორმალურ ქვეყანაში, ადამიანი, რომელსაც 50 მილიონი აქვს მოპარული, საჯარო ფიგურა საერთოდ ვეღარ იქნებოდა
Next post გარდაიცვალა მხატვარი გივი თოიძე