გარდაიცვალა მხატვარი გივი თოიძე

Read Time:39 Second

89 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი გივი თოიძე.

გივი თოიძემ 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ამავე აკადემიის პროფესორი იყო. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ზამთარი“, სერია მოგზაურობის თემებზე – „მეთევზეები“, „ხევსურეთი“, „მთათუშეთი“, ქალაქური პეიზაჟები – „ძველი თბილისი“ და „ნარიყალა“.

მხატვრის ნამუშევრები დაცულია არაერთ მუზეუმში. კერძოდ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი) და პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია). გივი თოიძის ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკისა და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.

გივი თოიძე იყო საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე.

მხატვრის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს ბატონი გივის დამსახურებას ქართული მხატვრობის განვითარებაში და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყველაზე დიდი მოგება ისრაელის ლატარიის ისტორიაში
Next post მამუკა მდინარაძე: სენაკის საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ და მასთან შეზრდილი გახარიას პარტიის არითმეტიკით, 16 არის 33-ის ნახევარზე მეტი