ქუჩები თბილისში, სადაც ავტობუსების მარშრუტს 7 ახალი ხაზი დაემატა

Read Time:50 Second

მუნიციპალური ტრანსპორტი

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში ავტობუსების მარშრუტებს 7 სრულიად ახალი ხაზი დაემატა.

მისივე ინფორმაციით, გამოიყო 25 ახალი დამატებითი ავტობუსი, რაც ასევე კრიტიკულად გადატვირთულ ხაზებს დაემატება.

“გამოიყო 25 დამატებითი ავტობუსი, რაც თავისთავად იქნება დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ერთიდან მეორე წერტილამდე გადაადგილებისას მეტად კომფორტულად იგრძნონ თავი. გაიხსნა 7 სრულიად ახალი მარშუტი, რომელიც თბილისს აქამდე არ ჰქონდა.

ახალი მარშრუტები იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

• #57 – კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან მ. „ისნის“ გავლით მ. „სამგორამდე“ (1 ავტობუსი).
• #58 – ცინცაძის (ყოფილი საბურთალო) ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით (4 ავტობუსი).
• #63 – მ. „დელისიდან“ სოფ. თხინვალამდე და მოემსახურება ნუცუბიძის მე-4 მ/რაიონში სტუდენტთა საცხოვრებელსა და ფერმწერთა ქუჩას (4 ავტობუსი).
• #64 – ცაცა ამირეჯიბის მეორე და მესამე შესახვევებიდან ჯამბულ წურწუმიას, ბესარიონ ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩების გავლით სადგური ველამდე (1 ავტობუსი).
• #67 – მეტრომშენის დასახლებიდან ნავთლუღის ბაზრის მიმართულებით (1 ავტობუსი).
• #74 – წყალსადენისა და ფეიქართა ქუჩებიდან მ. „ღრმაღელის“ გავლით და მ. „სარაჯიშვილამდე“ (1 ავტობუსი).
• #76 – მუხიანის დასახლების მე-4 „ბ“ მ/რაიონიდან მ. „ახმეტელის თეატრამდე“ (1 ავტობუსი).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “სარწმუნოებას, რომელიც გვწამს, ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს”-ლაშა ტალახაძე
Next post თბილისში ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატები დამონტაჟდება