„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ბათუმელ ახალგაზრდებს შეხვდნენ

Read Time:23 Second

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე ბათუმელ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, საკუთარი ხედვები  და სამომავლო გეგმები  წარმოადგინეს. საუბარი შეეხო, ახალგაზრდების დასაქმებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებასა და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
აგრეთვე,  ყურადღება გამახვილდა ბათუმში მოქმედ ახალგაზრდულ რეგიონულ ცენტრსა და განათლების ქალაქის მშებლობაზე.
შეხვედრას, ასევე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანია “ექსტრამითში” დასაქმებულებს შეხვდა
Next post რატი იონათამიშვილი: მიდგომა, რომ სახელმწიფო ღალატის შესახებ მუხლი ამოღებულია სისხლის სამართლის კოდექსიდან, ძალიან მცდარი და არასწორია