ქარელში ახალ სასათბურე მეურნეობაში 20 ტონამდე ბოსტნეულს მოიყვანენ

Read Time:34 Second

“ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში, “აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის” ბენეფიციარმა, გიორგი ტალახაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში სასათბურე მეურნეობა მოაწყო. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მეურნეობის მოსაწყობად სულ 47 740 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 19 096 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო, რომელიც გათბობის სისტემების შესაძენად გამოიყო.

გათბობის სისტემის დამონტაჟების შემდეგ, სასათბურე მეურნეობაში 20 ტონამდე ბოსტნეულის მოყვანა იქნება შესაძლებელი.

პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 130 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 2 800 000 ლარს გადააჭარბა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “აწარმოე საქართველოში – ბიზნესი”-ს ფარგლებში, ახორციელებს “ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post FAO საქართველოს მეთევზეობის სექტორის განვითარებაში დაეხმარება
Next post გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენში მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა