ფრანგული მხარე ქართველ მეხანძრე-მაშველებს გადაამზადებს

Read Time:33 Second

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის სრულუფლებიან ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და სამსახურის სტრატეგიაზე ისაუბრეს.

“ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩატარდება ერთობლივი სასწავლო წვრთნები, რაც ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს. ასევე, ფრანგული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადებასაც უზრუნველყოფს.

საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთში მიიწვია, რათა ფრანგული კრიზის ცენტრების მუშაობის პრინციპებს გაეცნოს. გიორგი მღებრიშვილმა საფრანგეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახური ინტენსიურად მუშაობს 5-წლიანი უნიფიკაციის, მოდერნიზაციისა და სტანდარტიზაციის გეგმაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება
Next post ნინო ბურჯანაძე – სირცხვილია, რომ რუსეთთან დალაპარაკება საქართველოში პრორუსულობად მიიჩნევა