თბილისის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იწყება

Read Time:41 Second

თბილისის ბოტანიკურ ბაღში ველობილიკი, საფეხმავლო ბილიკი, ვიზიტორთა ცენტრი და ახალი პარკინგი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“ბევრი განვითარებული ქალაქი ინატრებდა ასეთ ადგილს ქალაქის ცენტრში, თუმცა, მგონია, რომ გვაქვს იმის შესაძლებლობა, ეს კიდევ უფრო მეტად გამოვიყენოთ, გავხადოთ მიზიდულობის ცენტრი. ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს ბოტანიკურ ბაღს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს პროექტი, დაწყებული ბოტანიკური ბაღიდან წავკისის წყლის ხეობას მთლიანად მოიცავს. ეს არის საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობა, ასევე სათავგადასავლო და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა. პროექტის განხორციელებით ბოტანიკურ ბაღს გაუჩნდება ალტერნატიული შემოსასვლელი, სადაც მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბაღს კიდევ დამატებით ფუნქციას შევძენთ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ველომოყვარული ადამიანია და შესაძლებლობა ექნებათ ქალაქის ცენტრში, ულამაზეს ხეობაში და ულამაზეს ადგილას ველოსიპედით გაიარონ ეს ძალიან გრძელი, დაახლოებით ოთხი კილომეტრზე ცოტა მეტი გზა”, – თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთლიანად ფონდი “ქართუ” აფინანსებს. პროექტის ღირებულება უახლოეს მომავალში დაზუსტდება

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფიონჩანგის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დროშა აღიმართა
Next post ფრანგული მხარე ქართველ მეხანძრე-მაშველებს გადაამზადებს