ნინო ბურჯანაძე – სირცხვილია, რომ რუსეთთან დალაპარაკება საქართველოში პრორუსულობად მიიჩნევა

Read Time:36 Second

დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი დაგვიანებულს უწოდებს.

მისი თქმით, გონიერი ხელისუფლება მეორე მხარესთან საქმის გართულებამდე უნდა მუშაობდეს დიალოგის რეჟიმში.

„პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება უკიდურესად დაგვიანებულია, მაგრამ თუ ჩვენ ქვეყანას წაადგება, მე კვირიკაშვილს ნამდვილად არ გავაკრიტიკებ“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ნინო ბურჯანაძის შეფასებით, სირცხვილია, რომ რუსეთთან დალაპარაკება საქართველოში პრორუსულობად მიიჩნევა.

„ელემენტარული გონიერება მოითხოვს, იქამდე კი არ მიიყვანო საქმე, რომ უკიდურესად გართულდეს და ამ გამოუვალ მდგომარეობაში მიმართო თხოვნით მეორე მხარეს, არამედ იქამდე დაიწყო დიალოგის რეჟიმით მუშაობა, სანამ ჯერ კიდევ მყარი პოზიცია გაქვს. რასაც ამ 5 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა, ეს უბრალოდ სიბრიყვეა. ის, რომ რუსეთთან დალაპარაკება ითვლება პრორუსულობად და რუსეთის აგენტობად საქართველოში, ეს არის ჩვენი ყველას ძალიან დიდი სირცხვილი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფრანგული მხარე ქართველ მეხანძრე-მაშველებს გადაამზადებს
Next post პარლამენტში დახურული შეხვედრა გაიმართება