„ფორბსი“ – რატომ არის ქართული ღვინო პლანეტის ყველაზე უნიკალურ ღვინოებს შორის

Read Time:2 Minute, 20 Second

რატომ არის ქართული ღვინო პლანეტის ყველაზე უნიკალურ ღვინოებს შორის, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა „ფორბსი“.

„როდესაც გასულ წელს არქეოლოგებმა საქართველოში  რვა ათასი წლის წინანდელი კერამიკის ნამსხვრევებზე მეღვინეობის კვალი აღმოაჩინეს, პატარა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ მსოფლიოს უძველესი ღვინის მწარმოებლის გვირგვინი მოირგო“, – წერს სტატიის ავტორი ლანა ბორტოლოტი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში თეთრი ღვინის დაყენების განსაკუთებული წესი არსებობს, რაც გულისხმობს ღვინის ყურძნის ჩენჩოსთან და წიპწასთან თვეობით კონტაქტს და მიწაში ჩაფლული თიხის ამფორაში – ქვევრში დუღილს. „ეს ტენდენცია პოპულარული გახდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, თუმცა მისი ფესვები ქართული კულტურის სიღრმიდან მოდის“, – ნათქვამია „ფორბსის“ სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია „ქართული ღვინის სახლის“ გაყიდვების მენეჯერი ნოელ ბროკეტის შეფასებაც.

„იმაში, თუ როგორ უყვართ ქართველებს ღვინო, არის რაღაც განსაკუთრებული. ეს ცოტა ექსცენტრიულია, შემდეგ როდესაც ამას უკვირდები, ნამდვილად გაოცებული რჩები – ეს არის კულტურისა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი“, – ამბობს „ფორბსთან“ ვაშინგტონში მდებარე „ქართული ღვინის სახლის“ გაყიდვების მენეჯერი ნოელ ბროკეტი, რომელიც ღონისძიებას ჩოხაში ჩაცმული ესწრება.

როგორც სტატიის ავტორი წერს, საქართველოში ტრადიციული მეღვინეობა ყოველთვის იყო საშინაო საქმე, რომელიც დაკავშირებული იყო ისტორიასთან, რელიგიასთან და მითოლოგიასთან. არსებობს ძველი ლეგენდა, რომლის თანახმადაც, მეომრები ჯაჭვის პერანგში გულთან ვაზის ლერწამს იმაგრებდნენ. ამგვარად, როდესაც ისინი ბრძოლაში იღუპებოდნენ, მათი გულებიდან ვაზი იზრდებოდა.

„თუ გავიხსენებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საფრანგეთი და იტალიაა, რომლებიც ღვინოცენტრულიკულტურის მქონენი არიან, საქართველომ ეს სრულიად სხვა დონეზე აიყვანა – ბევრად სიღრმისეულად, ვიდრე გვინახავს“, – ამბობს სომელიე ლოს-ანჯელესიდან ტეილორ პარსონსი, რომელიც საქართველოში სამჯერ იმყოფებოდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რვა ათასი წლის ისტორიის მიუხედავად, ქართული ღვინო მსოფლიოს ღვინის რუკაზე ცოტა ხნის წინ გაჩნდა,  რაც ნაწილობრივ ქარვისფერი ღვინის ტენდენციის, ნატურალური ღვინისადმი მზარდი ინტერესისა და მეღვინეობის გაუმჯობესების შედეგია. თუმცა ეს გეოპოლიტიკური მიზეზებითაც არის განპირობებული.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, კასპიისა და შავ ზღვებს შორის მოქცეულ პატარა რესპუბლიკაში მეღვინეობა საბჭოთა მმართველობის დროს 2003 წლამდე დაზარალებული იყო. ისტორიული ვენახები გამოიყენებოდა იაფი ქარხნული ღვინის წარმოებისთვის. სამოქალაქო ომმა და შემდეგ ქართულ ღვინოზე 2006-2013 წლებში დაწესებულმა რუსულმა ემბარგომ ხარისხისკენ სვლა უფრო მეტად შეაჩერა.

„მთავრობას სურდა, რომ მომხდარი თანამედროვე ღვინის წარმოება, რომელიც გაიყიდებოდა დიდი მოცულობით, ამიტომ სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დიდი კოოპერატივების თანამედროვე მეღვინეობებად გარდაქმნას“,  -ამბობს ღვინის ექსპერტი ლიზა გრანიკი, რომლიც საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩევლად მუშაობდა.

„ქართული ღვინის მემკვიდრეობა აღდგა, როდესაც ჯონ ვურდემანის მსგავსმა ადამიანებმა დაინახეს მისი უნიკალური ადგილი მსოფლიოში. ამერიკელი უკვე ცხოვრობდა ამ ქვეყანაში, როგორც ყოფილი მხატვარი, როდესაც საქართველოს მეღვინეობის გულში, კახეთში მერვე თაობის მეღვინემ გელა ფათალიშვილმა მას ადგილობრივი ღვინო გააცნო. 2007 წელს მათ ერთად დაარსეს ღვინის მწარმოებელი კომპანია „ხოხბის ცრემლები“, რითაც ქართული ღვინის კულტურის აღორძინება და შენარჩუნება დაიწყეს“,  – წერს „ფორბსი“.

„ფორბსი“ აღნიშნავს, რომ ქართველ მეღვინეებს შორის დღეს წარმოდგენილები არიან, როგორც ტრადიციული მეღვინეები, ისე მიგრანტები, როგორებიც არიან ვინსენტ ჟულიენი და გიომ გუერუ – ორი ფრანგი, რომლებმაც შექმნეს Lapati  – ფერმა საგარეჯოში. ისინი 12 ათასამდე ბოთლს აწარმოებენ ისეთი ბაზრებისთვის, როგორიცაა იაპონია, დანია და აშშ.

„საქართველო ჯერ კიდევ იმყოფება იმ პროცესში, როდესაც ადამიანები ცდილობენ, გააუმჯობესონ ვენახები, რომელიც იყო საშინელ მდგომარეობაში და ჯერ კიდევ ბევრი მწარმოებელი სრულად არ აკონტროლებს ხარისხს“, – ამბობს ღვინის ექსპერტი საიმონ ჯეი ვულფი.

სტატიის დასასრულს, ავტორი მკითხველს ქართული ღვინის ხუთი სახეობის გასინჯვას ურჩევს, მათ შორის: ქისი, მწვანე, რქაწითელი, საფერავი და წინანდალი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 12 წლის გიგანტური კენგურუ როჯერი მოკვდა
Next post რიჟვაძე: პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას