რიჟვაძე: პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას

Read Time:52 Second

„ჩვენი ოპონენტების საქციელი, მათი განცხადებები სცდება უკვე ყოველგვარ ზღვარს, გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავების და სხვა, ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები. პირადად ვაცხადებ, რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას. ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება. არავისთან არ ვაპირებ არც პოლიტიკურ, არც მერკანტილურ ვაჭრობას. ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და თავისუფლებას. უნდა მიეჩვიონ, რომ ჩვენთან ვაჭრობა ვერ გაგრძელდება ვერც მერკანტილური, ვერც პოლიტიკური,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთმა წევრმა, ჯელალ ქიქავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ხალხის რევოლუციურ განწყობაზე ისაუბრა. „სახელმწიფოში რევოლუციის სუნი დგას… კრიმინალები და პოლიციის „ნასედკები“ დააყენეს უბანზე და „სემიჩკას“ აჭმევდნენ ერთად. 300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს, ცოლებს, შვილებს იპარავდნენ, მუსლიმანობას აღებიებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან. ამათ 6 თვეში იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გამოიყვანეს გარეთ და კინაღამ თავისი ქალაქი გადააწვევინეს“ – თქვა „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა ჯელალ ქიქავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ფორბსი“ – რატომ არის ქართული ღვინო პლანეტის ყველაზე უნიკალურ ღვინოებს შორის
Next post სამი მასწავლებელი, რომლებმაც მოსწავლეების დახმარებით სამი ინოვაციური პროექტი შექმნეს