ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

Read Time:47 Second

მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და შემომწირველი ბიძინა ივანიშვილის ოჯახია, 20 წელზე მეტია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფუნქციონირებს. ამ დროის მანძილზე, ფონდის ხელშეწყობით ასეულობით საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა და პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების გარდა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის გასჩენია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ეს ფაქტი, მსოფლიო ბანკის მიერ „დიდ ოთხეულად“ რანჟირებული, უმაღლესი საერთაშორისო სანდოობის აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ანგარიშებით არის დადასტურებული. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე აჟიოტაჟის ინიციატორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავადვე აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებულ, უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება ფონდს არ გააჩნია, თუკი ვინმეს დარჩა დამატებითი კითხვები ფონდში აკუმულირებული თანხების წარმომავლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. დასასრულ, ხასგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას“ – ნათქვამია „ფონდ ქართუს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

https://www.facebook.com/bbivanishvili/photos/a.544263869079658/1467931293379573/?type=3&theater

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვახტანგ გომელაურმა განმარტა, ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, რა შემთხვევაში აქვთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის უფლება
Next post რატი იონათამიშვილმა შშმ პირთა უფლებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გამართა