ფილიპინების პრეზიდენტი: ისინი, ვისაც ვაქცინაციის გავლა არ სურთ, ღამით, ძილის დროს უნდა ავცრათ

Read Time:29 Second

ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ ისინი, ვისაც ვაქცინაციის გავლა არ სურთ, ღამით, ძილის დროს უნდა აცრან.

„პრობლემა ის ხალხია, ვისაც ვაქცინაცია არ სურს. მოძებნეთ ასეთი ხალხი თქვენს სოფელში, მოდით, წავიდეთ და ძილის დროს ვაქცინა გავუკეთოთ. თუ მათ ვაქცინაცია არ სურთ, მოდით, შევიდეთ მათ სახლებში და ღამის დადგომისას ინექცია გავუკეთოთ. მე ამას გავაკეთებ“, – აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა.

22 ივნისს, ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ვაქციანაციაზე უარს იტყვიან, პატიმრობა ემუქრებათ.

„არ გამიგოთ არასწორად, მაგრამ ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა, საგანგებო მდგომარეობაა. თუ აცრა არ გსურთ, დაგაკავებთ და აგცრით. მავნებლები ხართ და სიტუაციას ამწვავებთ“, – აღნიშნა როდრიგო დუტერტემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვალერი გელაშვილი: ბევრჯერ მისაუბრია ჩემს საქმეზე „ნაცმოძრაობის“ წევრებთან და უპასუხიათ – აბა რა გეგონა, წინააღმდეგობა რომ გაუწიეო?
Next post საქართველოს ნაკრებმა პრიშტინაში კოსოვო დაამარცხა