ვალერი გელაშვილი: ბევრჯერ მისაუბრია ჩემს საქმეზე „ნაცმოძრაობის“ წევრებთან და უპასუხიათ – აბა რა გეგონა, წინააღმდეგობა რომ გაუწიეო?

Read Time:50 Second

ბევრჯერ მისაუბრია ჩემს საქმეზე „ნაცმოძრაობის“ წევრებთან და უპასუხიათ – აბა რა გეგონა, წინააღმდეგობა რომ გაუწიეო? რატომ არ დათმეო? უნდა დამეთმო ჩემი სახლი და არაფერი მოხდებოდა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, ამაზე ვინ უნდა იდავოს? ის კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს. ბევრჯერ მისაუბრია ჩემს საქმეზე „ნაცმოძრაობის“ წევრებთან და უპასუხიათ – აბა რა გეგონა, წინააღმდეგობა რომ გაუწიეო? რატომ არ დათმეო? უნდა დამეთმო ჩემი სახლი და არაფერი მოხდებოდა. ანგარიშსწორებას ველოდები, მაგრამ არა იმას, რომ წიხლებით გავეთელე და თავის ქალა დამსხვრეული მქონოდა. წინასწარი ვიცოდი, რომ რაღაცას მიპირებდნენ. ეს მოხდა დღის პირველ საათზე, ელიავას ბაზრობის წინ, რათა ყველას დაენახა, რომ ვინც წინააღმდეგობას გაუწევთ, ყველას უარესი მოუვა. ეს იყო მათი ამოცანა. ეს იყო მხოლოდ დაშინება. ამის შემდეგ დაიწყო ტერორი, ბიზნესმენების დაშინება და ქონების წართმევა. მე წავედი ვილნიუსში, იმიტომ რომ ცოცხალი ვერ გადავრჩებოდი. 4,5 ლიტრი წყალი მქონდა ფილტვში და ვითიშებოდი, მდგომარეობიდან უკვე ვეღარ გამომიყვანდნენ. 2 საათი გავჩერდით აეროპორტში, ჩემთვის რომ ექიმებს ფილტვიდან წყალი ამოეღოთ. 2 საათის დაგვიანების შემთხვევაში ცოცხალი აღარ ვიქნებოდი“, – აცხადებს ვალერი გელაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კახიშვილი: მაშინდელ ციხეებში მყოფი პატიმრების მშობლები იმას კი არ ფიქრობდნენ შიმშილობდა თუ არა მათი პატიმარი, ფიქრობდნენ ცოცხლები იყვნენ თუ არა
Next post ფილიპინების პრეზიდენტი: ისინი, ვისაც ვაქცინაციის გავლა არ სურთ, ღამით, ძილის დროს უნდა ავცრათ