კახა კახიშვილი: მაშინდელ ციხეებში მყოფი პატიმრების მშობლები იმას კი არ ფიქრობდნენ შიმშილობდა თუ არა მათი პატიმარი, ფიქრობდნენ ცოცხლები იყვნენ თუ არა

Read Time:40 Second

მაშინდელ ციხეებში მყოფი პატიმრების მშობლები იმას კი არ ფიქრობდნენ შიმშილობდა თუ არა მათი პატიმარი, ფიქრობდნენ ცოცხლები იყვნენ თუ არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა გადაცემა „არჩევნები 2021“-ში ისაუბრა.

„ზოგიერთ შემთხვევაში სამი დღის დაკავებული ადამიანი მიჰყავდათ უკან კაბინეტებში, შემდეგ ტელევიზიები მოჰყავდათ და თავიდან აკავებდნენ – რატომ? იმიტომ, რომ შიში დაეთესათ მოსახლეობაში. ამ ხალხს ადამიანურად კი არ აკავებდნენ, ღირსება რომ შეელახათ და ადამიანი, როგორც პიროვნება გაენადგურებინათ, აკავებდნენ თმების თრევით. იგივე ხდებოდა ციხეებშიც, ერთ-ერთი სადამსჯელო ღონისძიება იყო მორგში გვამებზე ცოცხალი ადამიანების მიბმა და ა.შ გათავისუფლების შემდეგაც ხალხი, სამი ან ოთხი თვე სახლებშიც კი ჩურჩულით საუბრობდნენ, იმდენად იყვნენ დაშინებულები იყვნენ, რადგან ხმამაღალი საუბარი აუცილებლად ისჯებოდა ცემით. მაშინდელ ციხეებში მყოფი პატიმრების მშობლები იმას კი არ ფიქრობდნენ შიმშილობდა თუ არა მათი პატიმარი, ფიქრობდნენ იმაზე, გამოვიდოდა თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მათი ოჯახის წევრი ცოცხალი“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მომდევნო კვირას აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
Next post ვალერი გელაშვილი: ბევრჯერ მისაუბრია ჩემს საქმეზე „ნაცმოძრაობის“ წევრებთან და უპასუხიათ – აბა რა გეგონა, წინააღმდეგობა რომ გაუწიეო?