საქართველოს ნაკრებმა პრიშტინაში კოსოვო დაამარცხა

Read Time:1 Minute, 26 Second
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პრიშტინაში, ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე კოსოვოს დაუპირისპირდა და როგორც იქნა, ქართველი გულშემატკივარი გაახარა.
შემადგენლობას დაუბრუნდა დისკვალიფიცირებული გურამ კაშია. თამაშის უფლება მიიღო გოგა ჩაბრაძენაც, რომელსაც საბერძნეთთან მატჩში მონაწილეობის უფლება ასევე ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო არ ჰქონდა, მაგრამ ვილი სანიოლიმ ამ პოზიციაზე ისეც ოთარ კაკაბაძის დაყენება ამჯობინა.
დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავას და გიორგი აბურჯანიას ნაცვლად ვაკო გვილია და ნიკა კვეკვესკირი გამოჩდნენ, ხოლო ტრავმირებული გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად შეტევაში შმეტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილის თამაში ამჯობინა. საქართველოს ნაკრებს ავადმყოფობის გამო ბოლო მომენტში გიორგი ჩაკვეტაძეც დააკლდა და ვილი სანიოლიმ ის გიორგი წიტაიშვილით ჩაანაცვლა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო – მე-11 წუთზე გიორგი წიტაიშვილის წამოწყებული შეტევის შემდეგ მასპინძელთა მეკარის შეცდომით თორნიკე ოქრიაშვილმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ეს ბოლო 4 შეხვედრაში ჩვენი ნაკრების პირველი გოლი იყო.
მე-16 წუთზე საგოლე შეტევა ისევ წიტაიშვილმა წამოიწყო, კარის წინ გურამ გიორბელიძე მოძებნა, მაგრამ შეტევაში ჩართულმა ქართველმა მცველმა კარს დიდი მანძილით ააცილა და მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა.
კოსოვოელებმა ტაიმის ბოლოსკენ ბოლოს ტემპი და ზეწოლა გაზარდეს, მთელი ძალებით შემოგვიტიეს და მიზანს მიაღწიეს. მართალია, ჯერ ვიდეორეფერიმ ჩვენს კარში გოლი არ დააფიქსირა, მაგრამ 45-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ვედატ მურიქიმ უნაკლოდ გამოიყენა 1:1.
ვიოლი სანიოლიმ შეცვლები გამოიცნო. კოსოვოელებმა როდესაც მთელი ზალებით შემოგვიეტიეს, სამმაგი ცვლილება განახორციელა, და 82-ე წუთზე გოლიც გავიტანეთ. მარცხენა ფლანგიდან ირაკლი აზაროვმა მიიღო ბურთი და საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც მცველებს ზურიკო დავითაშვილმა აჯობა და ზუსტი თავური დარტყმით საქართველსო ნაკრები დააწინაურა 1:2.
87-ე წუთზე საბა ლობჟანიძეს საქართველოს ნაკრების უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ახლოდან სუსტად დაარტყა, მცველმა ბურთი კარიდან გამოიტანა და კოსოვოელები აშკარა გოლს გადაეურჩნენ.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო 9 წელიწადში პირველი შეხვედრა მოიგო და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, კოსოვოს ნაკრები კი ბოლო ადგილზე დააქვეითა. კოშმარული თამაშების შემდეგ ვილი სანიოლის გუნდმა ხასიათი და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და გამარჯვება დაიმსახურა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ფილიპინების პრეზიდენტი: ისინი, ვისაც ვაქცინაციის გავლა არ სურთ, ღამით, ძილის დროს უნდა ავცრათ
Next post საქსტატი: იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3 პროცენტით გაიზარდა