უნიკალური ქართული სარიტუალო გვირგვინი ხელოვნების სასახლეში

Read Time:51 Second

ხელოვნების სასახლეში უნიკალური ქართული სარიტუალო გვირგვინი გამოიფინება.

11 დეკემბერს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნის პრეზენტაცია „ქართველთა თავსაბურავი“ გაიმართება.

600-გვერდიანი, ორენოვანი კატალოგი ფართომასშტაბიანი სამეცნიერო პროექტის ნაწილია და „ქსოვილი საქართველოდან“ გამოცემის მეორე ტომს წარმოადგენს. ენციკლოპედიური ნაშრომში შესულია როგორც ხელოვნების სასახლის, ასევე ამავე სასახლის ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციები, იგი 500-ზე მეტ მაღალი ხარისხის ილუსტრაციას მოიცავს და ადრეული შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნუმდე ქართველთა ჩაცმულობის ისტორიაზე გვიყვება. წიგნს ერთვის ქართული გვირგვინების, ქუდების და ქსოვლის გრაფიკული ფორმების სამი ატლასი.

პროექტის ფარგლებში წიგნის პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნება ქართული ისტორიული ქსოვილისა და თავსაბურავის გამოფენაც. ექსპოზიცია თინათინ კლდიაშვილისა და ეკატერინე გეგუჩაძის მიერ, ისტორიული ფრესკების მიხედვით აღდგენილ ქსოვილებსა და იმ უნიკალურ ქართულ სარიტუალო გვირგვინს გააერთიანებს, რომელსაც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თავდაპირველი იერსახე დაუბრუნდა. რესტავრატორებისა და იუველირების მიერ 6 თვის მანძილზე განხორციელებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად გვირგვინს უწინდებურად ამშვენებს 48 ბრილიანტი, 1 დიდი ოქროსფერი სამეფო ტოპაზი, 7 ზურმუხტი, 48 ძოწი, 19 ჟადეიტი, 12 ფირუზი, 8 ციტრინი და 12 მთის ბროლი.

მხოლოდ ერთი დღით, ღონისძიებაზე კატალოგი „ქართველთა თავსაბურავი“ სპეციალურ ფასად გაიყიდება.

უნიკალური ქართული სარიტუალო გვირგვინი ხელოვნების სასახლეში

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი სესიაშვილი – ყველას მოვუწოდებ, ჯარისკაცებზე საუბარს მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია