ირაკლი ღარიბაშვილი – სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

Read Time:23 Second

ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურიც. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განმარტებით რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული თავდაცვის ძალებია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უნიკალური ქართული სარიტუალო გვირგვინი ხელოვნების სასახლეში
Next post ავღანეთის ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე.