ირაკლი სესიაშვილი – ყველას მოვუწოდებ, ჯარისკაცებზე საუბარს მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ

Read Time:43 Second

ჩვენი ჯარისკაცები არიან ჩვენი სიამაყე, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, როცა ჯარისკაცებზე ვსაუბრობთ, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ, რადგან ეს ეროვნულ გრძნობებსა და ემოციებს უკავშირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდისთვის აუცილებელია ხაზი გაესვას ჯარისკაცებისა და ოფიცრების მნიშვნელობას.

„ქალბატონი პრეზიდენტის განცხადების კონტექსტი შედარებული იყო განათლებასთან თუ კულტურასთან, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მეტი სიფრთხილე გვმართებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გუშინ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სიტყვითაც მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოსა და კავკასიის შესახებ ცოდნის შეგროვებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მოღვაწეობს და ქართული კულტურის უცხოეთში გატანაში ისინიც უნდა იყვნენ ჩართული. „ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს
Next post უნიკალური ქართული სარიტუალო გვირგვინი ხელოვნების სასახლეში