უმრავლესობის დეპუტატი: სადაც დანაშაული არ ისჯება, იწყება ქაოსი

Read Time:1 Minute, 21 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევნი, ნინო წილოსანი „ბასიანისა„ და „გალერის“ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

“კარგად მესმის იქ მყოფი ყოველი ადამიანის სტრესი სპეცოპერაციის დაწყებისას, მაგრამ თითოეული ნარკოგამსაღებლის დაკავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში და ასევე სამაგალითო ფაქტი ყველა ნარკორეალიზატორისთვის, რომელიც ჯერ კიდევ თავისუფალია!
იქ, სადაც დანაშაული არ ისჯება და დამნაშავეს ამის შიში არ აქვს, იწყება ქაოსი.

გუშინდელი სპეცოპერაცია ასევე იყო პრევენცია სასიკვდილო ნარკოტიკის ლეტალური შედეგების თავიდან ასაცილებლად.

იმედი მაქვს, ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში დაწყებული აქტიური ფაზა გაგრძელდება.
ასევე დაიგეგმება პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებები მომხმარებლებისთვის და მინიმუმამდე შემცირდება ნარკოტიკის სახით მოარული სიკვდილი!

ვინც დაინტერესებული ხართ სპეცოპერაციის დეტალებით და ისმენთ სხვადასხვა ვერსიებს, მინდა მიაქციოთ ყურადღება ფაქტებს: არცერთი ადამიანი არ შეუწუხებიათ მოხმარების გამო.  დაკავებული არიან მხოლოდ ნარკოვაჭრები. საპოლიციო მოქმედებები სანქცირებული იყო სასამართლოს მიერ. საკონტროლო შესყიდვები აღბეჭდილია ვიდეოზე. ნარკოტიკი იყიდებოდა კლუბში. ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. კლუბების უშუალო საქმიანობას არავინ ეხება და აფერხებს. კლუბებს არცერთხელ არ უთანამშრომლიათ და შეუტყობინებიათ, რომ მათ სივრცეში ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ. პოლიციელებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თბილისში ყოველ კვირა 4-5 ოჯახში ნარკოტიკებით მკვდარ ახალგაზრდას გლოვობენ. 10 ზე მეტი გარდაცვალება კლუბიდან გამოსვლის მერე მოხდა. ამოღებულ ნივთიერებებს უტარდება ექსპერტიზა. დაკავებული მოვაჭრე 8 პიროვნებიდან სავარაუდოდ ერთი კლუბის დაცვის უფროსი და მეორის დაცვის წევრია

იმედი მაქვს დღევანდელი შეკრება მშვიდობიანად წარიმართება”- წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მათი შეფასებით, შესასწავლია სპეცოპრაციის ყველა ფაქტი.

მანამდე, კლუბ „ბასიანსა” და „გალერიში” სპეცოპრეაციის ჩატარებას თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს ფაქტი პოლიციის რეპუტაციას დააზიანებს.

სპეცოპრაცია გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაკავებულის დედა: პოლიციამ ჩხრეკისას ანტიკვარული ნივთები დააზიანა
Next post სერგი გვარჯალაძე- ეს ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის