„უკრაინა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს“ – უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა იუსტიციის მინისტრს შეხვდა
„უკრაინა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების გამოცდილებას გაიზიარებს“, – ასე შეაფასა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ვითარება უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
რატი ბრეგაძემ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარს პენიტენციური დაწესებულებების მიმართულებით სამინისტროს სტრატეგიული ხედვა გააცნო და განაცხადა, რომ ყველა ინიციატივა ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მაღალი ხარისხით დაცვაზეა ორიენტირებული.
უკრაინის დელეგაცია განსაკუთრებით პატიმართა დასაქმებისა და რესოციალიზაციის პროექტით დაინტერესდა. ლუდმილა დენისოვას განცხადებით, აღნიშნულ პროექტს უკრაინის იუსტიციის მინისტრს გააცნობს და უკრაინა საქართველოს გამოცდილებას აუცილებლად გაიზიარებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის იმ მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობასაც, რომლებიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იხდიან სასჯელს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა უკრაინის ომბუდსმენს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ლუდმილა დენისოვამ რატი ბრეგაძეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ინტენსიური პარტნიორობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...
ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება
წუხელ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მალევე, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მსახიობი თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის....
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მეტროსადგურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ...
მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა – კახური ტრადიციული მეღვინეობა ჯგუფის დამფუძნებელი
კახური ტრადიციული მეღვინეობა „KTW” ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. როგორც...
დემოკრატიის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი გამჭვირვალობაა, რომლის გარეშეც ამ სისტემის ფუნქციონირება წარმოუდგენელია. გამჭვირვალობა ჯანსაღი მოვლენაა – ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი
მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს. რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომელიც არნახული გამოწვევების წინაშე აყენებს ჩვენს ქვეყანას. ასეთ...
საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საზოგადოებას სიტყვით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიმართავს
დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება,...