უკრაინაში საქართველოს ელჩი – უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველის გადმოსვენების ვადებზე საუბარი ძნელია, აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის სტრუქტურებთან

Read Time:1 Minute, 22 Second

უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველის გადმოსვენების ვადებზე საუბარი ძნელია, რადგან ჯერ მხოლოდ ერთი ცხედარია გადასვენებული პროზექტურაში, მეორე ცხედარი იციან სად არის, თუმცა გართულებული იყო გამოყვნა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, როგორც კი გამოიყვანენ მეორე ცხედარს და მოათავსებენ პროზექტურაში, უკრაინის შესაბამისი სტრუქტურა ანუ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიურო აცნობებს საელჩოს ამის თაობაზე.

„ამ ინფორმაციას საბუთების გასაფორმებლად გადავცემთ შესაბამის კომპანიას და პოლონეთის კონსულს ლვოვში. გაფორმდა ყველა საბუთი, რაც არის საჭირო. ჩემი აზრით, როდესაც პროზექტურაში მეორე ცხედრის გადმოსვენება მოხდება, რამდენიმე დღეში მოხერხდება მათი გადმოსვენება პოლონეთში, კვირის განმავლობაში, წესით ყველაფერი უნდა დასრულდეს. ჩვენ როგორც კი შევიტყვეთ არაოფიციალურად ჯერ ქართველი მებრძოლების დაღუპვის თაობაზე, დავუკავშირდით უკრაინის შესაბამის უწყებებს, საიდანაც მოგვიანებით ოფიციალურად მივიღეთ დადასტურება. ისინი დაიღუპნენ ირპენთან. გადმოსვენების საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით შესაბამის კომპანიასაც. დღეისთვის ხაზზე ვართ კიევის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელთან. მქონდა საუბარი პოლონეთის ელჩთანაც უკრაინაში, რომელსაც ვთხოვეთ დახმარება, შემდეგ შედგა ჩვენი კონსულის საუბარი უკრაინის კონსულთან, რომელიც იმყოფება ლვოვში საბუთებთან დაკავშირებით, ვინაიდან დიდი ალბათობით, ცხედრების გაყვანა მოხდება პოლონეთის გავლით, ანუ ჩაიყვანენ ვარშავაში ჩვენი დახმარებით, შემდეგ ჩაერთვება ჩვენი საელჩო პოლონეთში, რომელიც უზრუნველყოფს თვითმფრინავით მათ გადასვენებას საქართველოში“, – აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, რა ვითარებაა უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ შემცირებულია მათ რაოდენობა, ვისაც სურს უკრაინის ტერიტორიიდან გასვლა.

„საბრძოლო მოქმედებები თუ გაღრმავდა და კიდევ სხვა რეგიონებს მოედო ან უფრო ინტენსიური გახდა კიევის ან სხვა ქალაქების მიმართულებით, მაშინ კიდევ მოიმატებს ევაკუაციის მსურველთა რაოდენობა. ორშაბათისთვის დანიშნული გვაქვს კიდევ ერთი რეისი ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით, შესაბამისად, მინდა, გითხრათ, რომ ბოლომდე შევსებული ჯერ არ არის, რამდენიმე ადგილი კიდევ არის დარჩენილი. შესაბამისად, ესეც მეტყველებს, რომ რაოდენობა შემცირებულია. იგივე ვითარებაა ოდესაში, როგორც ჩვენი გენერალური საკონსულო გვატყობინებს, იქაც ქვეყნიდან გასვლის მსურველების რაოდენობა შემცირებულია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კიევშიც, ლვოვშიც და ოდესაშიც“, – განაცხადა ელჩმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი: ოპოზიციაში დღემდე ბჭობენ არარსებული მეტროს ვაგონის შესყიდვით, თუ არარსებული ლიტრი რძის გაყიდვით რუსეთში, საქართველო რა „დამანგრეველ“ წვლილს შეიტანდა უკრაინულ ტრაგედიაში
Next post უკრაინის მთავრობის განცხადებით, მეხუთე რუსი გენერალი მოკლეს