შაბათი, ივლისი 4, 2026

სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ვახტანგ დავითაიას გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სახელით, გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს არქიტექტურული სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, აკადემიკოს ვახტანგ (ჯემალ) დავითაიას გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონი ვახტანგ დავითაია იმ თაობის შემოქმედი იყო, რომელმაც ქართულ არქიტექტურაში ახალი ეპოქა შექმნა. მისი მრავალწლიანი პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, უნიკალური შემოქმედებითი ხედვა, ეროვნული არქიტექტურული ტრადიციების თანამედროვე ფორმებთან შერწყმის უნარი და განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატისა და თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსების მიღმა იდგა პიროვნება, რომელმაც თავისი მრავალწლიანი პროფესიული და საზოგადოებრივი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა ქართული არქიტექტურის ისტორიაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ამ დიდი შემოქმედისა და ღვაწლმოსილი ადამიანის გარდაცვალება. ბატონმა ვახტანგ დავითაიამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი მოღვაწეობის 62 წელი მიუძღვნა. ამ ხნის განმავლობაში იგი ღირსეულად ემსახურებოდა უნივერსიტეტს, სადაც წარმატებულ არქიტექტორთა არაერთი თაობა აღზრდა.

ვახტანგ დავითაიას სახელი და შემოქმედებითი მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტისა და ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც პროფესიონალიზმის, ეროვნული იდენტობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მაგალითი.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

მსუბუქი ყოფილიყოს ქართული მიწა ბატონი ვახტანგის განსასვენებელზე.

მადლობა ყველაფრისთვის!“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის: ვახტანგ დავითაიას გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო სტატია. არის 250-მდე პროექტის ავტორი, მათ შორის: საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი “მზიური ველი” ბაკურიანში (არქ. გ. გეგელიასთან ერთად), ბიზნეს ცენტრი “მთაწმინდა” თბილისში, საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში, საცხოვრებელი სახლები: საგარეჯოში, ქუთაისში, წყნეთში, ოფშკვითში, ტაბახმელაში, პურის ქარხნები: ვაზისუბანსა და თბილისის ზღვის რაიონში, ხელოვნების ცენტრი გულრიფშში, მემორიალებისა: კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაევო-ჩერქეზეთში, “ალგეთის ბაზილიკა” სოფელ ტბისში, მეზღვაურთა მემორიალი ფოთში, დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში, “კოლეთის დედა” და ცოტნე დადიანის ძეგლი ფოთში (მოქ. ე. ამაშუკელი), სკოლა 600 მოსწავლეზე სოფელ გავაზში, “ხსოვნის ტაძარი” სოფელ მუხრანში, “ხსოვნის კუბი” ქალაქ სენაკში, და სხვა. მიღებული აქვს “წლის საუკეთესო არქიტექტურული წიგნის” ორი საერთაშორისო, არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს “იტერარქ-83”, საქართველოს მინისტრთა საბჭოს (1983) და არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს “იტერარქ-85” პრემიები; 2005 წელს დასახელდა წლის ადამიანად, არის მას-დელ-პლატას (არგენტინა) სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (1987), აშშ ინდიანას შტატის ქ. მანსის საპატიო მოქალაქე (1989). 2022 წელს სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ , ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის კი უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო – გიორგი ნიკოლაძის მედალი გადაეცა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ალი მოჯანი: ფერეიდანში დამზადებული ქართული სამოსი ორ ერს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირის სიმბოლოა

,,ტანსაცმელი, რომელსაც ამ ფოტოზე ხედავთ, მხოლოდ ტრადიციული სამოსი არ არის — ის ირანსა და საქართველოს საერთო ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთზე მოგვითხრობს. რამდენიმე დღის წინ პატივი მქონდა, ეს ძვირფასი სამოსი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნისთვის გადამეცა. ეს სამოსი შექმნა ფერეიდანში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა ირანელმა ხელოვანმა, გვარად ესპინაშვილმა. ნამუშევარი დამზადდა ისპაჰანის პროვინციის ფერეიდანის რაიონის გამგებლის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, რომელიც თავადაც წარმოშობით ქართველია. ჩემთვის ეს საჩუქარი მხოლოდ ხელოვნების ნიმუში არ ყოფილა — იგი ორ ერს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირის სიმბოლოა. ფერეიდანში მცხოვრები წარმოშობით ქართველი ირანელები ერთგვარი ცოცხალი დერეფანია ირანსა და „შუა დერეფანს“ შორის — უნიკალური კულტურული კაპიტალი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ხალხების დაახლოებაში არანაკლები როლი შეასრულოს, ვიდრე ნებისმიერ ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტს. საქართველოში ბევრს სმენია ფერეიდანისა და ირანში მცხოვრები ქართველების შესახებ, თუმცა ძალიან ცოტას თუ მოუნახულებია ეს რეგიონი. შესაძლოა, დადგა დრო, ეს საერთო მემკვიდრეობა კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას. ამასთან დაკავშირებით, მსურს თქვენი აზრი მოვისმინო ორ კითხვაზე: 1. თქვენი აზრით, საქართველოს მთავრობის რომელ მაღალჩინოსანს გადაეცა ფერეიდნელი ქართველების მიერ დამზადებული ეს სამოსი? 2. მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლაა, რატომ სტუმრობს ფერეიდანსა და ირანში მცხოვრებ ქართველთა თემს საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ მცირე ნაწილი? მოუთმენლად ველი თქვენს მოსაზრებებსა და პასუხებს. შესაძლოა, სწორედ ამ დისკუსიამ შეუწყოს ხელი ირანსა და საქართველოს შორის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კულტურული ხიდის უკეთ გაცნობასა და დაფასებას''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

„მიყვარხართ! მიყვარხართ!“ – გიგა ავალიანის დედის რეაქცია პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიასთვის ბრალდების წარდგენას სწორ გადაწყვეტილებას უწოდებს.ეკა კუპატაძემ „ქრონიკისგან“ სატელეფონო საუბარში შეიტყო, თუ რომელი მუხლით წარედგინა ბრალი გიორგი მალანიას.„მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ!", - ასეთი იყო ეკა კუპატაძის რეაქცია პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაზე.„პროკურატურამ მიიღო დიახ, სწორი გადაწყვეტილება. საქმე გაჯერებულია უხვად პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით, მყარი, უტყუარი მტკიცებულებებით. შესაბამისად, მე პროკურატურისგან ამ სწორ გადაწყვეტილებას ნამდვილად ველოდი“, - განუცხადა ეკა კუპატაძემ სატელეფონო საუბარში „ქრონიკას“.როგორც ცნობილია, გიორგი მალანია 1 ივლისს დააკავეს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მას ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა. თუმცა, დღეს პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა.

რომის პაპი – 4 ივლისის ისტორიული თარიღი გვაძლევს შესაძლებლობას, დავფიქრდეთ ერის დამფუძნებელ პრინციპებზე იმ იმედით, რომ ამერიკა ერთგული დარჩება ოცნების, რომელმაც მას თავისუფლების მიწის...

ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოყალიბებაში ემიგრანტების თანმიმდევრულმა ტალღებმა თავისი როლი ითამაშა, – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო მე-XIV ფილადელფიაში, ეროვნული კონსტიტუციის ცენტრში ვატიკანიდან ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.როგორც ლეო მეთოთხმეტემ აღნიშნა, აშშ 4 ივლისს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს, როდესაც 1776 წელს დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო.რომის პაპის თქმით, სიტყვა „ამერიკა“ გლობალურად „თავისუფლების სინონიმია“ იმის გამო, თუ როგორ მიიღო ქვეყანამ იმიგრანტები.„ეს ისტორიული წლისთავი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ერის დამფუძნებელ პრინციპებზე იმ იმედით, რომ ამერიკა სამუდამოდ ერთგული დარჩება იმ ოცნების, რომელმაც მას თავისუფლების მიწისა და მამაცთა სამშობლოს ტიტული მოუტანა. ერის მორალური სიდიადე, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება მის უნარში, მხარი დაუჭიროს, დაიცვას და დააფასოს ყველას სიცოცხლე, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველთა და მათი, ვისი ღირებულებაც კითხვის ნიშნის ქვეშაა“, – აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა.ტრამპმა გააკრიტიკა რომის პაპ ლეოს შეხედულებები და მას „დანაშაულთან დაკავშირებით სუსტი და საგარეო პოლიტიკისთვის საშინელი“ უწოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ის „პაპ ლეოს გულშემატკივარი არ არის“ და უარყო მისი შეხედულებები, რომ ირანთან ომი „სამართლიანი“ არ არის.

ალი მოჯანი საქართველოს პრეზიდენტის ჟესტზე: „მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება“

ალი მოჯანი საქართველოს პრეზიდენტის ჟესტზე: „მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება“,,მწუხარების ჟამს ხალხთა მეხსიერებაში პოლიტიკაზე მეტად პატივისცემა აღიბეჭდება სამუდამოდ. საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიას. ეს ნაბიჯი დიპლომატიურ ჟესტზე მეტად გახლდათ პატივის მიგება მრავალათასწლოვანი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე ერისადმი. ირანელი ხალხი ასევე ყოველთვის ღრმა პატივისცემით ეკიდებოდა ქართველი ხალხის ისტორიას, კულტურასა და ეროვნულ იდენტობას. ირანსა და საქართველოს — ორ უძველეს ქვეყანას კავკასიის ორ მხარეს — საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან აკავშირებდათ საერთო მოგონებები, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები და საერთო ბედისწერა. ამ ურთიერთობების მნიშვნელობა მხოლოდ ლხინის დროს არ ვლინდება; მათი ნამდვილი ღირებულება სწორედ გლოვისა და თანაგრძნობის დღეებში ჩანს. ურთიერთპატივისცემა არის ხიდი, რომელიც ნებისმიერ განსხვავებაზე უფრო მტკიცე და ხანგრძლივია. ორი ქვეყნის ურთიერთობების მომავალიც სწორედ ამ ფასდაუდებელ საფუძველზე აშენდება — საფუძველზე, რომელსაც ჰქვია „ხალხთა ღირსების პატივისცემა“. დაე, ირანელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა, ისევე როგორც ამ ორი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მტკიცე და მარადიული დარჩეს''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში.

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს – „ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში პასუხისმგებლობა გვაკისრია“

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ოთხი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტს აორმაგებს.მისივე თქმით, ეს არის უდიდესი ძალისხმევა, რაც კი ოდესმე გაწეულა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.„ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირის უდიდესი წევრი სახელმწიფო, რომელსაც ევროპაში პასუხისმგებლობა გვაკისრია“, – განაცხადა მერცმა.მანამდე ტრამპმა თავის სოციალურ მედიაპლატფორმაზე დაწერა, რომ შეერთებული შტატებისთვის აბსურდულია ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება. ტრამპმა სოციალურ წსელში ასევე დაწერა, რომ გერმანიის ხარჯები „2014-2025 წლებში გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე აშშ-ის ან ნატო-ს სხვა მოკავშირეების“.ცნობისთვის, მომავალ კვირას თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატო-ს ლიდერების, მათ შორის ტრამპის შეხვედრაა დაგეგმილი.

ბოლო სიახლეები