სტოლტენბერგი: ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი

Read Time:29 Second

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს რუსეთისგან უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ, თუმცა ალიანსმა გაზარდა სიფხიზლე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

“ჩვენ ვერ ვხედავთ უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ. ასე რომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი, გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ ამის მთელი აზრი არის ნატოს წევრზე თავდასხმის თავიდან აცილება”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ნატოს წევრებმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის საპასუხოდ, გაზარდეს თავდაცვითი წარმოება არა მხოლოდ უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გასაწევად, არამედ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ისინი ვერ არიან ის „მესამე ძალა“, როგორც ხშირ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, რომელიც იქნება რაიმე სიახლის მომტანი მოსახლეობისთვის
Next post სალომე ქურასბედიანი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა