ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: ისინი ვერ არიან ის „მესამე ძალა“, როგორც ხშირ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, რომელიც იქნება რაიმე სიახლის მომტანი მოსახლეობისთვის

Read Time:32 Second

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ოპოზიციის ლიდერები, რომელთა გარშემო გაერთიანებებზეც დღესაა საუბარი, თავის დროზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყო დაკავშირებული, ამიტომ ვერანაირი კონფიგურაცია მათ წარმატებას ვერ მოუტანს.

„ოპოზიცია კრიზისშია, არჩევნები მოადგათ კარს და ცდილობენ რაღაც კონფიგურაცია მოძებნონ. საბოლოო ჯამში, დიდ სურათს თუ შევხედავთ, ესენი არიან ერთ ელექტორატზე მონადირე ხალხი – იმ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატზე მონადირე ხალხი, რომელიც ადრე ერთი დიდი მოძრაობა იყო, დღეს მრავალ სეგმენტად არიან დაშლილნი. მათი გაერთიანებით, ან არ გაერთიანებით, დიდი საერთო სურათი ვერ იცვლება. ისინი ვერ არიან ის „მესამე ძალა“, როგორც ხშირ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე, რომელიც იქნება რაიმე სიახლის მომტანი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა კაკაბაძე: თბილისის მერია მიმდინარე წელს ძალიან ბევრ მასშტაბურ და კარგ პროექტს განახორციელებს, რომლებიც უკვე დაანონსებულია
Next post სტოლტენბერგი: ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი