სალომე ქურასბედიანი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

Read Time:25 Second

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის თანადგომით განხორციელებული აქტივობებისა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. კერძოდ, სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული თემატური მოკვლევების, სამოქმედო გეგმის შედგენისა და კლიმატის შესახებ კანონის შემუშავების თაობაზე.

„სტუმრებს მივაწოდეთ ინფორმაცია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობისა და სამოქალაქო აქტივობის გაძლიერების შესახებ. ასევე, მადლობა გადავუხადეთ თანამშრომლობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ვიღებთ“, – განაცხადა სალომე ქურასბედიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სტოლტენბერგი: ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი
Next post ნინო ვარდოსანიძე: ოპოზიციას, სამწუხაროდ, უკვე მავნე ჩვევად ექცა ნებისმიერი მშენებლობის გაპროტესტება, მით უფრო, თუ ეს მშენებლობა რაიმე ფორმით უკავშირდება იმ ადამიანის სახელს, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის