სოფელ ბირკიანში შეკრებილები – პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება

Read Time:25 Second

პანკისში გუშინ მომხდარის გამო ვინმე რომ დააკავონ, იგივე ან უარესი მოხდება, – ამის შესახებ ადგილობრივებმა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების საპასუხოდ განაცხადეს.

ადგილობრივები ამ წუთებში სოფელ ბირკიანში არიან შეკრებილები და მომხდარ ინციდენტს განიხილავენ. მათი თქმით, მთავრობის წევრებმა მოიტყუეს, როდესაც განაცხადეს, რომ მოლაპარაკების შედეგად მოსახლეობა ჰესის მშენებლობაზე თანახმა იყო.

„ამდენი პოლიციელი და სპეცრაზმელი რატომ შემოიყვანეს, თუ ამბობენ, რომ თანახმა ვიყავით, ამდენი სპეცრაზმი და ტექნიკა რატომ შემოიყვანეს?გუშინ არ მოხდა კარგი ფაქტი, მაგრამ თუ დაიწყეს ადამიანების დაჭერა არ გავჩერდებით. არ გაბედონ და არ დააკავონ არც ერთი”, – აცხადებენ ადგილობრივები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ნინუცა ბაბიმ დაგვიტოვა. მთელი ცხოვრება მივხედავთ“ – „ნიუტონის“ წევრებმა ბაბის შვილი მოინახულეს
Next post თუ შეძლებ, მაპატიე…