სოზარ სუბარი: შიმშილობა რომ გათავისუფლების ან უცხოეთში გადაყვანის საფუძველი იყოს, დამერწმუნეთ, არცერთი პატიმარი არ დარჩებოდა, რომელიც მცირეხნიან შიმშილობას ვერ აიტანდა

Read Time:24 Second

„ხალხის ძალის“ ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, რომელიმე პატიმრის მხრიდან შიმშილობის გამოცხადება მისი საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი ვერ გახდება, თუნდაც მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი იყოს.

„ინფორმაციაში, რომელიც მარიამ ჯიშკარიანის ფონდმა „ემპათიამ“ გაავრცელა, ნათლად დავინახეთ, რომ დაავადებების მთელი რიგი ჩამონათვალია, საიდანაც ორი დაავადება ფსიქიატრიული ტიპისაა, დანარჩენი ყველა კი – შიმშილობისგან გამოწვეული სინდრომი. შესაბამისად, თუკი მიხეილ სააკაშვილი დაემორჩილება ექიმებს და საკვებს მიიღებს, არანაირი მსგავსი სინდრომი აღარ დარჩება. შიმშილობა რომ გათავისუფლების ან უცხოეთში გადაყვანის საფუძველი იყოს, დამერწმუნეთ, არცერთი პატიმარი არ დარჩებოდა, რომელიც მცირეხნიან შიმშილობას ვერ აიტანდა“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: უკვე მესამედ მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გასაჯაროება და სამივე შემთხვევა იყო პასუხი ფეიკ-კამპანიებზე, რომელსაც აწარმოებდა ნაცმოძრაობა იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება
Next post უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს