ირაკლი კობახიძე: უკვე მესამედ მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გასაჯაროება და სამივე შემთხვევა იყო პასუხი ფეიკ-კამპანიებზე, რომელსაც აწარმოებდა ნაცმოძრაობა იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

Read Time:57 Second

უკვე მესამედ მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გასაჯაროება და სამივე შემთხვევა იყო პასუხი ფეიკ-კამპანიებზე, რომელსაც აწარმოებდა ნაცმოძრაობა იმისთვის, რომ მათ უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება – ეს არის ერთ-ერთი მიზანი ამ ფეიკ-კამპანიის, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მათ უნდათ ქვეყანაში ვითარების არევა. ხედავენ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილი ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობის პოსტზე, ამას ვერანაირად მოახერხებენ. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ არეულობის შემოტანის ერთადერთი რესურსი აქვს სწორედ სააკაშვილს. რაც შეეხება კადრებს, 3 სხვადასახვა შემთხვევა იყო, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოკადრები. თავიდან იყო ერთი ფეიკ-კამპანია, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. წამებას – უწყებას მოუწია იმ კადრების გასაჯაროება, რომელიც უკავშირდებოდა პატიმარ სააკაშვილის გადაყვანას ერთი საპატიმროდან მეორეში. მეორე შემთხვევა დაკავშირებული იყო შიმშილობასთან – იქაც იყო სრული ფეიკ-კამპანია, რომელიც უკავშირდებოდა იმას, რომ თითქოს სააკაშვილი 60 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ჯერ მსოფლიო რეკორდია 60 დღე შიმშილობა, წარმოუდგენელია. აქაც მოუწია იუსტიციის სამინისტროს კადრების გავრცელება, სადაც ჩანს, თუ როგორ იკვებება მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი. რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, სასამართლოზე ვერ მოხერხდა სააკაშვილის ჩართვა, რასაც მოჰყვა სპეკულაციების ახალი ტალღა. მანამდე იყო 400-დღიანი კამპანია – 400 დღე საუბრობდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომ დღეს არა, ხვალ დაიღუპება სააკაშვილი. ვიღაცებს აჯერებენ, ამიტომ არის საჭირო პასუხი ასეთ კამპანიებზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანუკა ჟორჟოლიანი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიშა ციხეში ჩატოვა!
Next post სოზარ სუბარი: შიმშილობა რომ გათავისუფლების ან უცხოეთში გადაყვანის საფუძველი იყოს, დამერწმუნეთ, არცერთი პატიმარი არ დარჩებოდა, რომელიც მცირეხნიან შიმშილობას ვერ აიტანდა