უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Read Time:36 Second

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების გამო.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმადაა შეშფოთებული უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების მნიშვნელოვნად გაუარესების გამო. უკრაინის მოქალაქის კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე, დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, რათა ის გადაყვანილი იყოს ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილთან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში უკრაინის უმაღლესი რადის წარმომადგენელ, დმიტრო ლუბინეცის დაშვება. უკრაინა მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უკრაინის მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის მიხეილ სააკშვილის, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, -ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: შიმშილობა რომ გათავისუფლების ან უცხოეთში გადაყვანის საფუძველი იყოს, დამერწმუნეთ, არცერთი პატიმარი არ დარჩებოდა, რომელიც მცირეხნიან შიმშილობას ვერ აიტანდა
Next post ირაკლი კობახიძე: პატიმრობა არ იყო ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ის იყო ტანჯვა-წამება და პატიმრობაც არ ჰქვია იმ პირობებს, რაშიც დღეს სააკაშვილია