ირაკლი კობახიძე: პატიმრობა არ იყო ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ის იყო ტანჯვა-წამება და პატიმრობაც არ ჰქვია იმ პირობებს, რაშიც დღეს სააკაშვილია

Read Time:42 Second

სრული კომფორტია შექმნილი, ამას თუ პატიმრობა ჰქვია, არ ვიცი. პატიმრობა არ იყო ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ის იყო ტანჯვა-წამება და პატიმრობაც არ ჰქვია იმ პირობებს, რაშიც დღეს სააკაშვილია – 2-ოთახიანი პალატა აქვს გამოყოფილი კლინიკაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ის სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულია, რაც ცალკე აღებული, ბუნებრივია, პრობლემაა, რადგან თანასწორობის პრონციპი ირღვევა. არ შეიძლება ერთ პატიმარს ჰქონდეს სხვა პირობები მეორე პატიმართან შედარებით, თუ ერთი და იგივე მოცემულობაა. ეს მოცემულობა რეალურად გვაქვს – სხვა პატიმარი იქნებოდა ციხეში, მაგრამ ეს კონკრეტული პატიმარი არის სამედიცინო დაწესებულებაში. აქ არის უთანასწორობის ელემენტები, მაგრამ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჩვენ მასში ვერ ჩავერევით – ეს იყო იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გადაწყვეტილება. აქ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს. იურიდიულად არასწორია, მაგრამ შეიძლება ასე ჯობდა, მე ვერ შევიჭრები იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უსამართლობა არასდროს არის კარგი“, – აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Next post გია ბუღაძე: სააკაშვილის კადრებს ვერ ვუყურე, თვალები დავხუჭე, ჩემთვის ეს მსხვერპლშეწირვის რიტუალი იყო