გია ბუღაძე: სააკაშვილის კადრებს ვერ ვუყურე, თვალები დავხუჭე, ჩემთვის ეს მსხვერპლშეწირვის რიტუალი იყო

Read Time:35 Second

კადრებს ვერ ვუყურე, თვალები დავხუჭე, ჩემთვის ეს მსხვერპლშეწირვის რიტუალი იყო – ასე გამოეხმაურა მხატვარი გია ბუღაძე, პენიტენციური სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის  კადრების გასაჯაროებას. მისი თქმით, ვიზუალური თვალსაზრისით ქოცებმა წააგეს, რადგან აღნიშნულმა კადრებმა მაყურებელში თანაგრძნობა გამოიწვია.

“ვერ ვუყურე კადრებს, თვალებს ვხუჭავდი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო შავმაგიური რიტუალი, პირდაპირი გაგებით მსხვერპლშეწირვის და ამას გვაყურებინებდნენ. მესმის, რომ ბევრი ბოროტი ადამიანი არსებობს. ადამიანში არსებობს ისეთი მუხტი, ხშირად სისხლი სწყურია, მაგრამ კაცობრიობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანში ჩამოყალიბებულიყო ჰუმანური არსი. “ოცნება” დგას დაპირისპირებასა და ზიზღზე. ზიზღი არის ის მკვებავი ძალა, რომელიც მას აარსებებს. ვიზუალური თვალსაზრისით ქოცებმა წააგეს, იმიტომ რომ თანაგრძნობას უფრო მეტად იწვევდა ეს კადრები ვიდრე სხვა რამეს. რეალურად იმდენად დაუჯერებლად ბნელი და შემზარავი იყო”,- აღნიშნა “ტვ პირველის” ეთერში გია ბუღაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: პატიმრობა არ იყო ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ის იყო ტანჯვა-წამება და პატიმრობაც არ ჰქვია იმ პირობებს, რაშიც დღეს სააკაშვილია
Next post ირაკლი კობახიძე: რაც მეტი რადიკალი დეპუტატი დატოვებს პარლამენტს, მით უკეთესი იქნება როგორც პარლამენტში, ასევე მთლიანად ქვეყანაში დეპოლარიზაციისთვის